ექსკლუზივი: ხოფაში თურქმა მძღოლებმა ქართულ საბაჟოებზე დაწყებული პრობლემების გამო აქცია გამართეს

ექსკლუზივი: ხოფაში თურქმა მძღოლებმა ქართულ საბაჟოებზე დაწყებული პრობლემების გამო აქცია გამართეს

person access_time2016-03-14 09:30:35

ხოფაში თურქმა მძღოლებმა ქართულ საბაჟოებზე დაწყებული პრობლემების გამო აქცია გამართეს. მათ ამ ფორმით ის გაურკვეველი ბარიერები გააპროტესტეს, რომლებიც საქართველოს საზღვარზე, ქართველი მებაჟეების მხრიდან ექმნებათ.

 

აღნიშნული ფაქტი „კომერსანტს“ თურქეთის საელჩოში დაუდასტურეს. საელჩოს ინფორმაციით, გადამზიდავი ფირმები საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრობისას პერიოდულად ხვდებიან სხვადასხვა სახის პრობლემებს. აქციის მიზეზი კი  საქართველოს მხარეს საბაჟოებზე თურქული სატვირთო მანქანების დიდი ხნით შეყოვნება იყო, რის გამოც გაიზარდა მათი რაოდენობა და შეიქმნა გარკვეული პრობლემები.


„ამ საკითხზე, მოლაპარაკებები წარიმართა, როგორც ადგილობრივ უწყებებს, ასევე ჩვენს საელჩოსა და ფინანსთა სამინისტროს შორის. გაირკვა, რომ საბაჟოებზე უფრო დიდი რაოდენობის სატვირთო მანქანის დეტალური შემოწმება გამოწვეული იყო საქართველოში შემოღებული ახალი რეგულაციებით და შევთანხმდით, რომ სწრაფად გადაიდგმებოდა საჭირო ნაბიჯები კონტროლისა და შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობის მინიმუმამდე შემცირებისათვის. ამ შეთანხმების საფუძველზე დასრულდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გამართული აქცია. ჩვენ დავაკვირდებით აღნიშნულ საკითხს, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ეფექტურად უნდა გადაიჭრას რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები, რათა საერთო დერეფანი „აბრეშუმის გზა“, რომელიც გადის თურქეთის-საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, იყოს საავტომობილო ტრანსპორტირების ყველაზე სწრაფი და ეფექტური მარშრუტი, რაც ჩვენთვის, ყველასთვის ფრიად მნიშვნელოვანია“,- განუცხადეს „კომერსანტს“ თურქეთის საელჩოში.

 

ქართულ საბაჟოზე არსებულ პრობლემებზე აზერბაიჯანელი გადამზიდავებიც საუბრობენ. რამდენიმე დღის წინ „კომერსანტთან“  საუბარში მათ განაცხადეს, რომ  ბოლო თვეების განმავლობაში, ტვირთების გადამოწმების მოტივით,  მანქანებს განსაზღვრულზე მეტი ხნით – დღეების განმავლობაში უწევთ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა. 


გადამზიდავების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილებს საბაჟოდან გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (ე.წ. გეზი) ამისამართებენ, სადაც პროცედურების გავლა ხშირად ორჯერ უწევთ. 


იყო შემთხვევები, როდესაც ერთხელ უკვე გადამოწმებული ავტომობილი მძღოლს ხელმეორედ დააცლევინეს მანქანა და მეორედ გაატარეს უკვე გავლილი პროცედურა. 


მათი თქმით, საზღვარზე ტვირთების უმიზეზოდ გაჩერებამ და ე.წ. „გაწითლებამ“ უკვე მასობრივი სახე მიიღო. 


მათივე განცხადებით, ეს პრობლემა განსაკუთრებით გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც წლებია მსგავს სიტუაციებს ადგილი არ ჰქონია. 


გადამზიდავები ამბობენ, რომ სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ერთეული აღარ არის და ტენდენციის სახე მიიღო, რაც უჩენთ ეჭვს, რომ ბარიერები ხელოვნურად იქმნება. აქედან გამომდინარე, მათ ეჭვი აქვთ, რომ პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი და ამას შესაძლოა, მოჰყვეს მითითება, თუ როგორ შეიძლება მისი  „დალაგება.“



გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველო  ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის გამოირჩეოდა საბაჟო პროცედურების სიმარტივით და საბაჟო სტრუქტურასთან ურთიერთობის გამჭვირვალობით. 


მათი განცხადებით, მსგავს შეფერხებებს ადგილი არ ჰქონია წინა ხელისუფლების დროს და არც ახალი ხელისუფლების მოსვლის პირველ წლებში და პრობლემები ბოლო რამდენიმე თვეა დაიწყო.

 

საბაჟოებზე არსებულ ვითარებას ქართული კომპანიების წარმომადგენლებიც აპროტესტებენ, რომელთა თქმით, ის ვითარება, როგორიც ახლა საბაჟო გამშვებ პუნქტებზეა, ბოლო წლებში არასდროს დაფიქსირებულა, ბოლო თვეებში კი ისევ დაბრუნდა. მათთვის გაუგებარია, რატომ შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომები. 


„კომერსანტთან“ საუბარში გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ბოლო პერიოდში რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ ლოდინი და ტვირთის განბაჟებას ვერ ახერხებენ.


ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელი ბიუროკრატიულ შეფერხებებს სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი თანხების მიღების შესაძლებლობებს უკავშირებს.


მისი თქმით, ბოლო 2-3 თვეა განსაკუთრებით მომრავლდა ე.წ. წითელ და ყვითელ ზონებში ტვირთების გადამისამართება, სადაც მოხვედრის შემდეგ კომპანიას თანხის გადახდა უწევს და აღარ აქვს უფლება, წინასწარ ჩათვლილი დღგ-ს ფული გამოიყენოს.


„ადრე წითელ ზონაში როცა მოხვდებოდა მანქანა, ის დაიცლებოდა, შემოწმდებოდა, აიწონებოდა და ზედმეტობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმა იქნებოდა. ადრე, როცა გვქონდა დღგ-ს წინასწარი ჩათვლები და მანქანა მოხვდებოდა წითელ ზონაში, ამ ე.წ. ჩათვლებს ვიყენებდით ჩვეულებრივად. ახლა 3 თვეა, რაც შემოიღეს ახალი - ყვითელი ზონა, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მანქანა მოხვდება რომელიმე ზონაში, ჩათვლა მილიონიც რომ ქონდეს, მაინც უნდა გადაიხადოს ფული. წინააღმდეგ შემთხვევაში მანქანას არ გამოგატანენ


ვეუბნები, აი შედარების აქტი, დღგ-ში მაქვს პლუს 60 ათასი ლარი და აქედან ჩამომაჭერით, მაგრამ არა. ჩემი საქონლის განბაჟება ღირს დაახლოებით 12 ათასი ლარი, საქონელი არის მალფუჭებადი და თუ ეს თანხა არ გადაიხადე არ გამოუშვებენ ტვირთს“,- აცხადებს ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელი „კომერსანტთან“ საუბრისას.


მისივე თქმით, ამ ზონებში საქონელი ხელოვნურად ხვდება, რათა კომპანიამ თანხა მაშინვე გადაიხადოს.


„არსებობს ასევე ინფორმაცია, რომ ვიღაც ამით ფულსაც აკეთებს. მაგალითად შემოვიდა ტვირთი, რომლის განბაჟებასაც უწევს 8 ათასი ლარი. აქედან თუ 30%-ს მისცემ კონკრეტულ პიროვნებას და გამოგაყენებინებენ დღგ-ს ჩათვლას.  ამისთანა რამ პირადად ჩემთვის არ შემოუთავაზებია არავის, მაგრამ არსებობს ასეთი ინფორმაციაც“,- აცხადებს გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელი.

 

„კომერსანტთან“ საუბრისას სხვა გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელიც ადასტურებს საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეფერხებებს. მისი თქმით, მათ კომპანიას შეექმნა პრობლემა თურქეთის საზღვარზე და ტვირთის საზღვარზე გადასვლას თითქმის ერთი კვირა დასჭირდა.


„როდესაც ტრანზიტული ტვირთები  შემოდის საქართველოში, საქართველოს საზღვარზე ხდება მათი გაჩერება, ადლიაში გახსნა, შეფუთვიდან ამოლაგება, დათვლა, ისევ შეფუთვა და დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება ეს პროცედურა“,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.


კომპანიაში მიზეზებზე დეტალურად არ საუბრობენ, თუმცა, აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა, „სახელმწიფოს ინტერესებს“ უკავშირდებოდეს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ამის უკან არანაირი კორუფციული სქემები არ არსებობს, მეტ კონკრეტიკაზე კი არ საუბრობენ.


პრობლემა „კომერსანტს“ ბიზნესომბუდსმენის აპარატშიც დაუდასტურეს. მათი განცხადებით, არ აქვთ ინფორმაცია შეექმნათ თუ არა უცხოელ გადამზიდავებს საზღვარზე გარკვეული პრობლემები, თუმცა, ქართველ გადამზიდავებს ეს ბარიერები ნამდვილად ჰქონდათ.


როგორც ბიზნესომუდსმენ გიორგი გახარიას აპარატში „კომერსანტს" განუცხადეს, ქართველი მეწარმეების მიერ აზერბაიჯანში საქონლის შეტანისას საბაჟო პრობლემებზე გასულ პერიოდში ბიზნესომბუდსმენს ორმა კომპანიამ მიმართა.


აღნიშნულ თემაზე პირველი სტატიის კომენტარისას შემოსავლების სამსახურში ქართული მხარიდან გადამზიდავებისთვის პრობლემების შექმნა უარყვეს და მხოლოდ აზერბაიჯანული საბაჟოს მხრიდან არსებული შეფერხებები დაადასტურეს. „კომერსანტი“ კვლავ ცდილობს ამ უწყების კომენტარის მოპოვებას უკვე ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებზეც გადამზიდავი კომპანიები საუბრობენ.



საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
access_time2020-07-13 15:32:31
საქართველოს მთავრობა საზღვრის კვეთასთან, ტესტირებასთან, კარანტინთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.   ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი?   ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი...

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება
access_time2020-07-13 14:30:00
ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.   „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესების ასეთი...

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
access_time2020-07-13 13:30:41
„მაგთიკომის“ დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. კომერსანტი  ჯოხთაბერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „პარასკევს, 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკის საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი განიხილებოდა, მაგთიკომის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა, რომ , კახი ბექაურის...

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...


მსგავსი სიახლეები

up