ექსკლუზივი: თანაინვესტირების ფონდმა ბაზარზე ბოსტნეულის ახალი ბრენდი "პლანტა" გამოიტანა

ექსკლუზივი: თანაინვესტირების ფონდმა ბაზარზე ბოსტნეულის ახალი ბრენდი "პლანტა" გამოიტანა

person access_time2016-03-29 13:00:21

"თანაინვესტირების ფონდმა" ბაზარზე ბოსტნეულის ახალი ბრენდი "პლანტა" გამოიტანა. ბიზნესპროექტის შესახებ "კომერსანტს" სს „საქართველოს სათბურის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი ირაკლი მოისწრაფიშვილი ესაუბრა:

 

–    რას წარმოდგენს ბრენდი "პლანტა"? 


– „პლანტა" საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული საინვესტიციო პროექტის, სს „საქართველოს სათბურის კორპორაციის" მიერ ახლად შექმნილი ბრენდია. იგი მომხმარებლებს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ სათბურებში წარმოებულ ბოსტნეულ კულტურებს სთავაზობს. "პლანტა" ეს არის ქართული, უმაღლესი ხარისხის, გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ყველა ასაკის მომხმარებლისთვის.

 

როდიდან   იყიდება ბრენდი "პლანტას" სახელით ბაზარზე კიტრი?


– საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სასათბურე მეურნეობის განვითარება წამყვან ფრანგულ კომპანია რიშელ ჯგუფთან (Richel Group) პარტნიორობით, 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის პირველი ფაზა ზუსტად ერთი წლის წინ დასრულდა, რომლის ფარგლებში განხორციელდა 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია, აშენდა 4.4 ჰა სასათბურე კომპლექსი და დასაქმდა 108 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. წარმოების პროცესი მიმდინარეობს ქართველი და ევროპელი მაღალკვალიფიციური აგრო-ინჟინრების, ბიოლოგების და ტექნოლოგების ზედამხედველობით.


სათბურებში წარმოებული პროდუქცია მომხმარებლებისთვის პირველად 2015 წლის გაზაფხულზე გახდა ხელმისაწვდომი. 2016 წლის იანვრიდან კი პროდუქცია ბაზარზე „პლანტას" სავაჭრო ნიშნით არის წარმოდგენილი. დღეისათვის „პლანტას"პროდუქტის შეძენა თბილისის ყველა მსხვილ სუპერმარკეტსა და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში არის შესაძლებელი.


–   რა მოცულობის პროდუქცია იწარმოება სათბურებში?


 

– სასათბურე კომპლექსის პირველი ფაზის დასრულებიდან ერთი წლის მანძილზე წარმოებული პროდუქციის მოცულობამ 2,000 ტონა შეადგინა. მიმდინარე წლის ბოლოს, პროექტის მეორე ფაზის სრულყოფილად დასრულების შემდეგ წარმოების მოცულობის წლიური მაჩვენებელი 4,000 ტონას გადააჭარბებს; პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია კი $21 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.

  

–     გარდა ადგილობრივი ბაზრისა, საექსპორტო ბაზრებთან უკვე თუ არის მოლაპარაკება და როდიდან დაიწყება ექსპორტი?


– „პლანტას"პირველადი წარდგენა უკვე მოხდა რუსეთის ფედერაციის ბაზარზე, სადაც ქართულმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და გაჩნდა მოთხოვნა დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსულ სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომელთა დასრულების შემდეგ ჩვენი პროდუქტი უფრო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი საექსპორტო ბაზარზე.

–  კიტრიგარდა სხვა ბოსტნეულის წარმოება თუ არის გეგმაში?


– 2016 წლის ბოლოს „პლანტა" მომხმარებლებს პომიდვრის კულტურასაც შესთავაზებს, რომელიც ჩვენს სათბურებში წარმოებული კიტრის მსგავსად გამორჩეული იქნება თავისი მაღალი ხარისხით და  განსაკუთრებული გემოთი. გრძელვადიან პერიოდში არ გამოვრიცხავთ სხვა ბოსტნეული კულტურების წარმოებასაც, ბაზარზე მომავალში წარმოქნილი მოთხოვნების გათვალისწინებით.


–  რამდენად კონკურენტულია თქვენი ფასები?

 

– საქართველოს სათბურის კორპორაცია „პლანტას" ბრენდით მომხმარებლებს სთავაზობს ყოველდღიურად ახალ, უმაღლესი ხარისხის, გემრიელ პროდუქტს, წარმოებულს უახლესი ევროპული დანადგარებით აღჭურვილ მაღალტექნოლოგიურ სათბურში.


ფასს ბაზარი არეგულირებს და „პლანტას" პროდუქციაზე მისი ხარისხობრივი და გემოვნებითი თვისებებიდან გამომდინარე, მოთხოვნა ძალიან დიდია.

 

 

 


 



ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...


მსგავსი სიახლეები

up