ექსკლუზივი: ძველ თბილისში მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი, ისტორიული აგრო ბაზარი აღდგება

ექსკლუზივი: ძველ თბილისში მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი, ისტორიული აგრო ბაზარი აღდგება

access_time2020-10-05 11:00:36

ყოფილი კოლმეურნეობის ბაზრის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური აგრო სავაჭრო ცენტრი მოეწყობა. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია პროექტის კონცეფცია გულისხმობს პირველ და მეორე სართულზე ფუდკორტის მოწყობას, სადაც ერთ სივრცეში განთავსდება სავაჭრო პავილიონები, ასევე გაიყიდება მზა და ადგილზე მომზადებული პროდუქცია, ხოლო შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე განთავსებულ საპროექტო ტერასებზე მოეწყობა სასადილო სივრცე არაფიქსირებული დასაჯდომებით.

 



არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებულ განმარტებით ბარათში წერია, რომ მსგავსი კონცეფციის ობიექტები ევროპის მრავალ ქალაქში, როგორც წესი ძველი ბაზრების ტერიტორიაზე წარმატებით ფუნქციონირებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროდუქცია ტრადიციული კულინარიული მიმართულებით. მათივე ინფორმაციით, შენობის ისტორიიდან და მდებარეობიდან გამომდინარე, ობიექტი საინტერესო იქნება როგორც ქალაქის მცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. განსაზღვრულია მთლიანი შენობის ფასადების და დეკორატიული ელემენტების აღდგენა, დამუშავება და შეღებვა;

 



განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ შენობა აგებულია მეოცე საუკუნის 40-იან წლებში. საბჭოთა პერიოდში მასში განთავსებული იყო საკოლმეურნეო ბაზარი, ხოლო მოგვიანებით სავაჭრო ცენტრი. შენობა სამ დონიანია, ამჟამად ქვედა სართული დათმობილი აქვს სუპერმარკეტს „კარფურს“, რომლის ფართიც უცვლელი რჩება. ხოლო ზედა დონე, რომელიც აერთიანებს ერთ სივრცეში მოქცეულ სართულსა და ანტრესოლს, უფუნქციოდაა დარჩენილი. შენობის წარმოდგენილი სახით რეკონსტრუქციით არ იცვლება შენობის გაბარიტი და სიმაღლე. 

 



შენობა სს „საქართველოს სავაჭრო ცენტრის“ ეკუთვნის, რომლის დირექტორიც თათა სახელაშვილია. დამატებითი დეტალების გასარკვევად კომერსანტი სახელაშვილს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ „საქართველოს სავაჭრო ცენტრი“ ფართს მხოლოდ აქირავებს, ხოლო მოიჯარეებს ამ ეტაპზე აგრო სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურთ.

 

პროექტის სავარაუდო დამკვეთი შ.პ.ს. „მერკადოა“, რომელმაც 2020 წლის 17 ივნისს შპს „დისი გრუპს“ „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისობის შეფასების მოთხოვნით მიმართა.



აღსანიშნავია, რომ დასკვნაში წერია, რომ სავაჭრო ცენტრის რეკონსტრუქციის სანებართვო დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს შენობა- ნაგებობის უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს, თუმცა შენობის რეკონსტრუქციის შედეგად წესებთან შეუსაბამობის ხარისხი არ იზრდება.

 

ყოფილი კოლმეურნეობის ბაზრის ტერიტორიაზე აგრო სავაჭრო ცენტრი, რომ მოეწყობა ადასტურებს ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომელიც ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილმა მოამზადა. დოკუმენტში წერია, რომ ნაგებობის რეკონსტრუქცია გულისხმობს შენობის ადაპტაციას, მასში მაღალი კლასის სავაჭრო ცენტრის განთავსების მიზნით. ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით ისტორიული ბაზრების ადაპტაცია მულტიფუნქციურ სავაჭრო აგრარულ ჰაბად მნიშვნელოვან ეფექტს იძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული განვითარების მხრივ. ხელოვნებათმცოდნე მიიჩნევს, რომ ასეთ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის შიდა სივრცეში მოიძებნოს ადგილი ტრადიციული კულინარიის და წარმოების შესაფერისად წარმოჩენისათვის.

 



დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შენობა არ არის ფიქსირებული, როგორც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა საბჭოთა ეპოქის არქიტექტურული სტილისტიკით ხასიათდება და მნიშვნელოვნად განაპირობებს მიმდებარე მიკროუბნის ურბანულ ხასიათს.

 

ლალი ანდრონიკაშვილი წერს, რომ XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან, როდესაც რუსთაველის პროსპექტი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ქალაქის საადმინისტრაციო, ფინანსური და საზოგადოებრივი ცენტრი, აქ მდებარე ქარვასლებს, სასახლეებს და ციხესიმაგრის ნაშთებს ემატება ახალი მდიდრული მაღაზიები, კერძო სახლები, ხოლო XX საუკუნის დასაწყისისათვის შენდება ბანკები, თეატრები და კინო-თეატრები.

 

დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 1887 წელს თბილისში ოთხი ყველაზე ცნობილი ბაზარი იყო - ავლაბარში, „სალდათის ბაზარი“ - ყოფილი კოლმეურნეობის მოედნის ტერიტორიაზე, ასევე, „თათრის ბაზარი“ და „ვერის ბაზარი“.

 

ისტორიულ კვლევაში წერია, რომ საბჭოთა პერიოდში ბაზრისთვის ტრადიციულ ტერიტორიაზე მსხვილი ორსართულიანი ნაგებობა აშენდა, რომელსაც „კოლმეურნეობის ბაზარი ეწოდა“. შენობის არქიტექტურა საბჭოეთისთვის ტრადიციული სამეურნეო ნაგებობების ფორმით იყო გადაწყვეტილი. ცენტრალური შესასვლელი აქცენტირებული იყო ორმხრივი პარადული კიბით და საფასადე კედლის მხატვრობით, რომელზედაც კოლმეურნეები იყვნენ გამოსახულნი. სამწუხაროდ ფრესკა დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს, ასევე სახეცვლილია მთავარი ფასადის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ელემენტები. კიბის მოაჯირების რიკულები. შეცვლილია გლუვად გალესილი კედლებით, მცირე დეკორატიული ელემენტები - პილასტრები და თაღები არ იკითხება ფასადის ერთ ფერში გადაწყვეტის გამო. შეცვლილია ფანჯრების ტიხრული ალათები, რაც მთლიანობაში მნიშვნელოვნად აკნინებს ისტორიული შენობის იერსახეს.

 



ხელოვნებათმცოდნე მიიჩნევს, რომ ყოფილი კოლმეურნეობის ბაზრის შენობის რეკონსტრუქცია ადაპტაცია მასში თანამედროვე მაღალი კლასის აგრო სავაჭრო ცენტრის განთავსების მიზნით, ძალზედ საჭირო ქმედებაა ქალაქისათვის. ლალი ანდრონიკაშვილი წერს, რომ თბილისის ისტორიულ ნაწილში რეაბილიტირებული ორბელიანის უბნის ტერიტორიაზე ტრადიციული ბაზრის აღდგენა ქალაქის მოსახლეობისა და ტურისტებისთვისაც განსაკუთრებით მიმზიდველია.

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აგრო ბაზრები დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთ ტურისტულ მეგა ქალაქებში, როგორიც არის ბარსელონა, რომი და სტამბოლი.


 boqueria market barcelona

 


santa caterina market



ბაჩო ადამია




13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებები და ბაღები განაახლებენ მუშაობას

13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებები და ბაღები განაახლებენ მუშაობას
access_time2021-05-11 12:04:09
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური...

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
access_time2021-05-11 10:54:33
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში მორიგი საგაზაფხულო სეზონი გაიხნა. „მეხსიერების ფრაგმენტები“ სერგო ფარაჯანოვის და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენის სახელწოდებაა, რომელიც ამ ორი ხელოვანის შემოქმედებას განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს.     კერძო კოლექციებიდან შეგროვებული ნამუშევრების უმეტესობას დამთვალიერებელი წინანდლის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში პირველად იხილავს. მათი შემოქმედებისთვის ვიზუალური თხრობაა დამახასიათებელი და...

რას მოუტანს ქვეყანას სლოვაკი ეკონომიკური მრჩეველი - მთავარი მოთხოვნა ინვესტიციების მოზიდვაა

რას მოუტანს ქვეყანას სლოვაკი ეკონომიკური მრჩეველი - მთავარი მოთხოვნა ინვესტიციების მოზიდვაა
access_time2021-05-11 12:30:29
2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა განახევრდა და 15 წლიან მინიმუმამდე შემცირდა, თუ დოლარის თავის თავთან მიმართებაში გაუფასურებასაც გავითვალისწინებთ 18 წლიან მინიმუმამდე. საუბარი იმის შესახებ, რომ საელჩოებმა ინვესტიციები მოიზიდონ, წლებია საუბრად რჩება. საკითხი ხელახლა მას შემდეგ გააქტიურდა რაც გასულ კვირას, აღნიშნული მიმართულებით პრემიერის მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დაინიშნა. ვაზილ ჰუდაკი სხვადასხვა დროს სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრისა და ევროპის საინვესტიციო...

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?
access_time2021-05-11 10:00:53
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პანდემიის გამო საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“, რამაც რადიკალურად შეამცირა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი. „ბანკებმა მსესხებლებს 2 ეტაპად...

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“
access_time2021-05-11 11:00:25
ხელისუფლების მხრიდან რითეილ ბიზნესების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე არაერთი ამ ბაზრის მოთამაშე საუბრობს. ძირითად შემთხვევაში პრობლემა ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურს“ უკავშირდება და მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან პრივილეგიების მინიჭებას. არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე „ფრესკოშიც“ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რითეილ სექტორისთვის ასევე პრობლემაა გამჭვირვალობის ნაკლებობა და ერთიანი სტანდარტის არ არსებობა. „კომერსანტთან“ ფრესკოს გენერალურმა...


მსგავსი სიახლეები

up