„სვეტის“ პრობლემური დეველოპერული პროექტების გადაბარების საკითხზე მოლაპარაკებები  M კვადრატთან გრძელდება

„სვეტის“ პრობლემური დეველოპერული პროექტების გადაბარების საკითხზე მოლაპარაკებები M კვადრატთან გრძელდება

access_time2019-01-11 11:00:47

როგორც „კომერსანტისთვის„ გახდა ცნობილი, „სვეტის“  5 პრობლემური დეველოპერული პროექტებიდან ერთს  M კვადრატი გადაიბარებს, დანარჩენი ოთხის ბედი კი კვლავ გაურკვეველი რჩება.. შესაბამისად, ისევ მოუგვარებელი დარჩება დაზარალებულთა უმეტესობის პრობლემები. როგორც ცნობილია, ამ საკითხზე მსჯელობა თბილისის მერიაში მიმდინარეობს და უწყებაც პირდაპირ ჩართულია პროცესებში. დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ ორივე მხარეს დაუკავშირდა. 


როგორც თბილისის მერიაში გაგვიმარტეს, მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მერიის პრესსამსახურის თქმით, საუბარია არამხოლოდ ერთი, არამედ ყველას ობიექტის გადაბარებაზე. იმავეს აცხადებენ კომპანია M კვადრატშიც.


მოლაპარაკებები მერიაში ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუ გადაბარებაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაშინ თბილისში არსებულ ოთხივე ობიექტს ავიღებთ, რადგან ერთის გადაბარება წამგებიანი იქნება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის,  აცხადებენ M კვადრატში.


თავად “სვეტის“ წარმომადგენლობასთან დაკავშირება ამ დრომდე ვრ მოხერხდა,თუმცა მანამდე გეტყვით, რომ  კვლავ ღიად რჩება კიდევ ერთი პრობლემა. როგორც ცნობილია, სვეტის ობიექტებში, სადაც კორპუსები ჯერ არ აშენებულა,  ემიგრანტების ძალიან დიდ ნაწილს წინასწარ სოლიდური  თანხები აქვთ გადახდილი. თუმცა ტერიტორიები, სადაც ობიექტებია წარმოდგენილი, სრულიად  სხვა შპს კომპანიებს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი კი რადგან, „სვეტმა“ თავის დროზე ვალდებულებები არ შეუსრულა,  იტოვებს უფლებას აღნიშნულ ტერიტორიაზე შემოიყვანონ კონკრეტული ინვესტორი სრულიად სხვა პროექტით. ე.ი, დაზარალებული მხარე ორმაგი პრობლემის წინაშე დგას და იმ კომპანიებს, რომელიც ობიექტებს  გადაიბარებენ, ცალკე პრობლემები შეექმნებათ მიწის მესაკუთრესთან და ინვესტორთან.

 

ერთი სიტყვით, “სვეტთან“ დაკავშირებით კვლავ უამრავი კითხვაა:


  • დაწყებულია თუ არა დეველოპერული კომპანია „სვეტის“ ობიექტების გადაბარების პროცესი რეალურად?


  • რატომ აპირებს M2 გადაიბაროს „არამომგებიანი“ ბიზნესი?



  • შეასრლუბს თუ არა რეალურად თავის დანაპირებს თბილისის მერი კახა კალაძე და სრულად დაკმაყოფილდება თუ არა დაზარალებულთა მოთხოვნები? და ა.შ.




კომერსანტი შეეცადა გაერკვია რა ბიზნესინტერესები შეიძლება არსებობდეს „სვეტის“ პროექტებში და რა  შემთხვევაშია შესაძლებელი ის დეველოპერისთვის მომგებიანი გახდეს.


სამშნებლო დელოპერული კომპანია „სფერო ჰოლდინგი“, რომელიც თავის დროზე აპირებდა სრულად გადაებარებინა ყველა ობიექტი სვეტისგან, აღნიშნავს  რომ მსგავს ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება „სვეტის“ ობიექტების სრული გადაბარებაა და არა ცალ-ცალკე.


ჩვენი  აზრით, სვეტის გადაბარება სრულად უნდა მოხდეს და არა ნაწილ-ნაწილ. ცალ-ცალკე ეს ობიექტები რენტაბელური არ არის და შესაძლოა დიდი ნაწილი დაზარალებულებისა, საბოლოოდ დარჩეს მოტყუებული. ჩვენ თვეების წინ ხელშეკრულებაც გავაფორმეთ „სვეტთან“, თუმცა მათ არ შეასრულეს ვალდებულება სრულად გადმოებარებინათ ყველა ობიექტი. სასამართლოს გზით ჩვენ დავუყადაღეთ კიდეც მას  ქონება, თუმცა ახლა ვაპირებთ ჩვენი სამართლებრივი ბერკეტი გადავაბაროთ „სვეტის მენაშენეებს“, რათა მათ ინტერესებს ხელი არ შეეშალოს“,- აცხადებენ კომპანია „სფერო ჰოლდინგში“.


რაც შეეხება მომგებიანობასა და რენტაბელურობას, როგორც „მენაშენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი განმარტავს, ნებისმიერ შემთხვევაში რასაც არ უნდა სთავაზობდეს მერია M2-ს, როგორც ბიზნესმენი აღნიშნული ობიექტებით არასდროს დაინტერესდებოდა, მიზეზი კი მარტივია - არამომგებიანი საქმიანობა.


„ამ თემის შესახებ ზოგადად იმდენი პრობლემაა სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ბიზნესმენი აუცილებლად მოვერიდებოდი ობიექტების გადაბარებას. ეს არის ზედმეტი თავის ტკივილი, რადგან მოსაგვარებელია იურიდიული მხარე, მოსახლეობის საჩივრების საკითხი; იქ ვინმეს ქონება ექნება დაყადაღებული და ა.შ. მოკლედ, ბევრი რამ არის, რის გამოც საბოლოდო ეს ბიზნესი მომგებიანი ვერ იქნება. ამიტომ მიჭირს საუბარი, რა ინტერესი შეიძლება M2-ს ამ ყველაფერში ჰქონდეს“, -განმარტავს როსტომაშილი.


შეგახსენებთ, სამშენებლო კომპანია „სვეტს“ 2000-მდე დაზარალებული მენაშენე ჰყავს. ამ დროისთვის მშენებლობა თბილისში მდებარე 4 და ბათუმის 1 ობიექტზეა შეჩერებული. რა ბედი ეწევა თითეულ მათგანს კვლავ გაურკვეველია. 




სალომე ლემონჯავა






"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

სოსო არჩვაძე: საქართველოში მდიდარი ფენის შემოსავალი დაახლოებით 17-ჯერ აღემატება ღარიბი ფენის შემოსავლებს

სოსო არჩვაძე: საქართველოში მდიდარი ფენის შემოსავალი დაახლოებით 17-ჯერ აღემატება ღარიბი ფენის შემოსავლებს
access_time2019-01-22 09:00:04
მოსახლეობის მდიდარი ფენის 10%-ის შემოსავლები 17-ჯერ აღემატება ღარიბი მოსახლეობის 10%-ის შემოსავლებს. ცხადია მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება არის და იქნება, მთავარია დროთა განმავლობაში ეს განსხვავება შემცირდეს, -ასე აფასებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე სოციალური უთანასწორობის საკითხს საქართველოში. საქსტატის მონაცემებით მოსახლეობის 21.9 % სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევითაა. საქართველოში ჯინის კოეფიციენტი, რომელიც...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...


მსგავსი სიახლეები

up