„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში წლების წინ დაკონსერვებულ შენობაში, მრავალფუნქციური სივრცის „ვაკე პლაზას“ მშენებლობა დაიწყო

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში წლების წინ დაკონსერვებულ შენობაში, მრავალფუნქციური სივრცის „ვაკე პლაზას“ მშენებლობა დაიწყო

access_time2019-01-24 16:00:21

ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში, წლების წინ დაკონსერვებულ შენობაში, მრავალფუნქციური სივრცის მშენებლობა დაიწყო.

 

„კომერსანტისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ წლების წინ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე „ლიბერთი თაუერის“ გვერდით, დაკონსერვებულ შენობაში მრავალფუნქციური სივრცე „ვაკე პლაზა“ განთავსდება. პროექტის სრული ინვესტიცია დაახლოებით 20 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროექტის განმახორციელებელი კომპანიაა „ვაკე პლაზა“.


 


როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, მშენებლობის პროცესი განახლებულია და სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. შენობა 11-სართულიანი იქნება და მისი ფართი ჯამში 22 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო სპეციალურად ავტოფარეხისთვის მიწისქვეშ 4 სართული, ჯამში 11 000 კვადრატული მეტრი იქნება გამოყოფილი. 



 


მრავალფუნქციური სივრცე მხოლოდ მაღალი კლასის საოფისე ფართებისთვის იქნება განკუთვნილი, საკონფერენციო და საპრეზენტაციო დარბაზებით, კვების ობიექტითა და კინო დარბაზით, დაახლოებით 200-250 მანქანაზე გათვილილი ავტოფარეხით. შენობაში სავაჭრო ობიექტების განთავსება არ იგეგმება.

 

ძირითადი სამუშაოებიდან სამშენებლო ნაწილს ასრულებს კომპანია „ენსისი“, ხოლო საინჟინრო ნაწილს კომპანია „თერმასერვისი“.


 


შეგახსენებთ, უკანასკნელი, დაახლოებით,  5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი პროექტის ყოფილ პარტნიორსა და ამჟამინდელ მფლობელს შორის. შესაბამისად, მშენებლობა იქნა გადაყვანილი კონსერვაციის რეჟიმში, სასამართლო დავის დასრულებისთანავე კი მოხდა სამუშაოების განახლება. ამ ეტაპზე კომპანიაში სასამართლო დავის შესახებ სხვა სახის ინფორმაციაზე არ საუბრობენ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წარსულში შენობის ერთ-ერთი პარტნიორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო.

 

ლიკა გურაბანიძე






ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს
access_time2019-09-15 13:30:08
არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე მისი კომპანიის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს განიხილავს. ბიზნესმენი ხელისუფლებას ურჩევს, ეს თუ ის ნორმა ევროპული გამოცდილებიდან აიღოს და არა საბჭოთა კავშირის წესებიდან. „ფრესკოს“ ყველა ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში კანონის დაცვით. ამ ხნის...

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში
access_time2019-09-15 16:00:15
Alibaba Group-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ 10 სექტემბერს, 55-ე დაბადების დღეს, დატოვა მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის პოსტი... მილიარდერმა, რომელიც ჯერ იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, მანამდე კი - ენერგიულ ბიჭი, რომელიც ქუჩაში დასდევდა ინგლისურენოვან ტურისტების ენის შესწავლისთვის, შეასრულა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დროს მიცემული დაპირება - „სამყარო იმდენად მშვენიერია, რომ არ მესმის, რატომ უნდა ვიყო მუდამ...

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ
access_time2019-09-15 14:00:32
ახალგორის მოსახლეობა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილობს თხოვნით მიმართავს არ დაიხუროს საზღვარი საქართველოსთან. წერილში ნათქვამია, რომ ეს გზა აუცილებელია ახალგორელებისთვის. „ჩვენს რაიონში არის ბერვი ონკოდაავადებული და მათი უმრავლესობა მკურნალობს თბილისში. არიან ავადმყოფები, რომლებსაც ესაჭიორებათ სასწრაფო ოპერაცია. შეუძლებელია ყველა პრობელმის ჩამოთვლა. ჩვენ ვერ მიგვაქვს ჩვენი ხმა ადგილობრივ ხელმძღვანელობამდე და...

ბრიტანული მედია ელიავას სკვერის პროექტზე - ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი

ბრიტანული მედია  ელიავას სკვერის პროექტზე -  ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი
access_time2019-09-15 12:00:44
ბრიტანული საერთაშორისო ონლაინ...

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)
access_time2019-09-14 22:13:14
რუსთავში “კარფურის“ მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.ინფო რუსთავი-ს ინფორმაციით, პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ, სავაჭრო ცენტრი 12 000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც შპს რუსთავის მოლი აითვისებს 16 000 მ2. ობიექტი...


მსგავსი სიახლეები

up