19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ექიმის ინფორმაციით,  ანაფილაქსიური შოკი გახდა, რომელიც ორგანიზმში ნოვოკაინის შეყვანისთანავე განვითარდა

19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ექიმის ინფორმაციით, ანაფილაქსიური შოკი გახდა, რომელიც ორგანიზმში ნოვოკაინის შეყვანისთანავე განვითარდა

access_time2019-09-18 10:42:44

19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა, რომელიც ორგანიზმში ნოვოკაინის შეყვანისთანავე განვითარდა. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ განუცხადა.


მისივე თქმით, ოპერაციის დაწყებამდე პაციენტს მედიკამენტებზე შესაბამისი სინჯი ჩაუტარდა და შედეგები ოჯახის წევრებსაც გააცნეს.


საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, გოგონას რეანიმირებას 9 საათი ცდილობდნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


სამწუხარო შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა 19 წლის გოგონა. გეგმურ ოპერაციაზე, ოპერაციის დაწყებამდე. ანესთეზიის შეყვანისთანავე განვითარდა მძიმე ანაფილაქსიური შოკი. მდგომარეობიდან გოგონას გამოყვანა ვერ მოხერხდა მიუხედავად დიდი მცდელობისა. ოპერაცია დაწყებული არ იყო, წინასწარ სინჯი რა თქმა უნდა, გაკეთდა. ოჯახის წევრებმაც იციან, რომ გაკეთდა. ნახეს თვითონაც, რომ არაფერზე რეაქცია არ ჰქონდა. სინჯის შედეგებს ვაჩვენებთ ხოლმე ყოველთვის ოჯახის წევრებს.



არ არსებობს გარანტია, რომ შოკი არ განვითარდება. ამის გარანტია რომ არსებობდეს, ეს დაავადება არ იარსებებს საერთოდ.


მე ექიმის გადაცდომას ვერ ვხედავ. დიდხანს გაგრძელდა რეანიმაცია, შედეგიც იყო შუალედში, მაგრამ ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა და საბოლოოდ გული გაჩერდა.


უშუალოდ ნოვოკაინის შეყვანაზე დაეწყო შოკი. პირდაპირ ნემსის შეყვანისთანავე დაიწყო ეს ამბავი. პირველივე წვეთიდან. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა ეს ამბავი, - განაცხადა დავით გოგოძემ.


შეგახსენებთ, გოგონას რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.



IPN





სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა
access_time2019-11-15 13:45:46
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.07%-ით გაიზარდა. კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 65, ხოლო 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 58 ფაქტი დაფიქსირდა. ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა კი მიმდინარე წლის 1-ელ ცხრა თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“
access_time2019-11-15 12:30:06
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძე ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევებზე ისაუბრა. „ჩვენ ვართ მცირედ დოლარიზებული ეკონომიკა და ვართ დამოკიდებული ლარის კურსზე. ლარის კურსის ცვლილების ადაპტირება ფასში ვერ ხდება, დროში ჭიანურდება  ეს პროცესი და კომპანიები ზარალდებიან, ისინი ვერ ახდენენ კურსის ზუსტ ფასში ასახვას და იმ ზარალის კომპენსირებას რაც აქვთ. დევალვაციის მიზეზი იყო საგარეო შოკი, თუმცა...

ქართლის ქარის ელექტროსადგური სს „საქართველოს კაპიტალმა“ 14,4 მილიონ დოლარად იყიდა

ქართლის ქარის ელექტროსადგური სს „საქართველოს კაპიტალმა“ 14,4 მილიონ დოლარად  იყიდა
access_time2019-11-15 11:30:16
ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ელექტროსადგურის მყიდველი „საქართველოს ქარის კომპანიაა”, რომლის მესაკუთრე სს „საქართველოს კაპიტალია”.ობიექტის საწყისი ფასი 14.25 მილიონი დოლარი იყო. საჯარო აუქციონი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ” გამოაცხადეს.  გამარჯვებულ კომპანიასთან 10 დღის ვადაში გაფორმდება წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება, წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 40...

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...


მსგავსი სიახლეები

up