„ექიმი ვერ უძლებს ცდუნებას და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი და ძვირიანი წამალი გამოწეროს“

„ექიმი ვერ უძლებს ცდუნებას და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი და ძვირიანი წამალი გამოწეროს“

access_time2022-11-18 10:00:00

„სამწუხაროდ, დღეს ისევ უკონტროლოა, მედიკამენტების გამოწერის პრაქტიკა“,- ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრია ურუშაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, ექიმი ვერ უძლებს იმ ცდუნებას, რასაც ფარმაცევტულ კომპანიასთან აღებული საკომისიო ჰქვია და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი და ძვირიანი წამალი გამოწეროს.


„ზოგადად, რეცეპტის ინსტიტუტი უნდა დამკვიდრებულიყო და ძალიან დიდი მოლოდინები იყო ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რეცეპტი აუცილებელი პირობაა იმ მედიკამენტების ჯგუფებისთვის, სადაც ექიმის დანიშნულება აუცილებელია, როგორც დოზირების, ხანგრძლივობის, ისე კონკრეტული მედიკამენტების დასახელებისთვის, მაგრამ როგორ იყო მართული ეს პროცესი?! ალბათ, ყველას დაგვრჩა განცდა, რომ ვერ მოახერხა ამის მართვა ვერც სამინისტრომ და არც ექიმებისგან იყო ამ მიმართულებით მხარდაჭერა. სამწუხაროდ, დღეს ისევ უკონტროლოა, მედიკამენტების გამოწერის პრაქტიკა. მათ შორის ჭარბი, ან არა რაციონალური მოხმარება მედიკამენტების. ეს პრაქტიკა, სამწუხაროდ, გრძელდება და ეს არამარტო ფინანსური, ჯანმრთელობის პრობლემაც არის, როდესაც ექიმი ვერ უძლებს იმ ცდუნებას, რასაც ფარმაცევტულ კომპანიასთან აღებული საკომისიო ჰქვია და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი და ძვირიანი წამალი გამოწეროს. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ერთი წამლის ღირებულება, არამედ, როდესაც რამდენიმე წამალი ინიშნება, მათ შორის, წამლები რომლებიც, შესაძლოა, თერაპიული შინაარსის იყოს და შედეგი არ ჰქონდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ჯიბეზე აისახება და ეკონომიკურად აზარალებს პაციენტს.



ჯობია ხოლმე, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ შედეგებზე და არა ინიციატივებსა თუ სურვილებზე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ რეცეპტი მუშაობდეს?! პირიქით, ძალიან მისასალმებელია, მაგრამ ამას მომზადება და მართვა სჭირდება, შემდეგ შედეგების ანალიზი, იმ პრობლემების ანალიზი, რომელიც ხელს უშლის. ამაზე უარის თქმა კი არ უნდა მოხდეს, წინ უნდა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ აუცილებელია ეს კულტურა, პაციენტსა და ექიმს შორის დამკვიდრდეს, რომელიც თავისუფალი იქნება ფარმაცევტული კომპანიების ზეგავლენისგან“,- განაცხადა ანდრია ურუშაძემ.


bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up