ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია - ლევან კობერიძე

ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია - ლევან კობერიძე

access_time2020-09-23 14:40:33

„ექიმი ვახტანგ ყიფიანი  არის ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარი - ასე  გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ვაკის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე ექიმ ვახტანგ ყიფიანის პატიმრობას. კობერიძის განმარტებით ექიმი ვახტანგ ყიფიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.


მინდა  უბრალოდ კონცენტრაცია გავაკეთო ჩვენი კოლეგების კოლეგის ვახტანგ  ყიფიანის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. თქვენ იცით ეს შემთხვევა, ბატონი ვახტანგი ბოლო წლების განმავლობაში მგონი ერთადერთი ექიმია, რომელიც იმყოფება სისხლის სამართლის საქმის შესაბამისად პატიმრობაში. როგორც მის ოჯახის წევრებს, ისევე ჩვენც კოლეგიალურად გვქონდა დიალოგის მცდელობა ყველა სტრუქტურასთან. მე  პირადად  ვთვლი რომ ის იმყოფება უკანონო პატიმრობაში. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე და ჯანდაცვის სისტემებიდან გამომდინარე, არა მხოლოდ საქართველოში ასე უამრავ ქვეყანაში, საექიმო შეცდომა ეს არის დეკრიმინალიზირებული თემა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზებით და  ამაზე პარლამენტს ძალიან ბევრი აქვს სამუშაო“ -  აღნიშნავს კობერიძე

 

კობერიძე აღნიშნავს რომ ექიმის პატიმრობა ისე დადგა, რომ პროფესიულ საბჭოს საკითხი სამინისტროში არ განუხილავს და რეგულირების სააგენტომ დასკვნა პირდაპირ დაწერა, პროფესიონალების მოსმენის და საბჭოს დასკვნის გარეშე. კობერიძე ასევე განმარტავს, რომ საქმეში მითითებულ  მუხლებთან დაკავშირებით პროფესიულმა ასოციაციებმა გააგზავნეს წერილობითი მოსაზრება მინისტრთან და მინისტრის მოადგილის პასუხი მოვიდა, რომ ვახტან ყიფიანს ამ იმ კონკრეტული ოპერაციის ჩატარების უფლება ჰქონდა.


 

„მინისტრმა აღიარა ინტერვიუში, რომ საკანონმდებლო ხარვეზები შეინიშნება და საჭირო ამ ხარვეზების  გამოსწორება. ამის მიუხედავად ეს ადამიანი პატიმრობაში რჩება კიდევ ერთხელ ვამბობ, მას პირობითიც კი არ მიუსაჯეს. იქმნება შთაბეჭიდელბა, რომ ეს არის სადამსჯელო ღონისძიება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიცით ვახტანგ ყიფიანის კეთილსინდისიერება, ყველა თაობის ექიმი ვსხედვართ და ვიცით მისი ოჯახის  წვლილი ჯანდაცვაშიც. ამიტომ ეს  ყველაფერი მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ რეალურად  დღეს ვახტანგ  ყიფიანი არის, ეკატერინე  ტიკარაძის პირადი პატიმარი. ამ თემაზე  კონკრეტულად მინისტრის უნდა ჰქონდეს ყველაზე მწვავე რეაქცია და მინისტრი უნდა იყოს პირველ რიგში ამ პატიოსანი, წესიერი, პროფესიონალი ექიმის  დამცველი. სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. საქმეში თაღლითობის ნიშნები არ  არსებობს და კიდევ  ერთხელ ვიტყვი, რომ  ეს  არის ჯანდაცვის სექტორის ექიმების წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება. სად, როგორ და  რატომ დაიგეგმა ეს მეორე  თემაა, მაგრამ მე  ვაყენებ მინისტრის პირად  პასუხისმგებლობას და ვიტყვი კიდევ  ერთხელ რომ ვახტანგ  ყიფიანი არის  მინისტრის  ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარი, თუ ეს ესე არ არის მაშინ მან შესაბამისი ნაბიჯები უნდ ა გადადგას“, განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე ცენ­ტრა­ლუ­რი კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე და ცნო­ბი­ლი ან­გიო ქი­რურ­გი ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნი დააკავეს.მათ­თან ერ­თად ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა ანეს­თე­ზი­ო­ლოგ მაგ­და ხო­შო­ლა­ვას, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად იტა­ლი­ის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში საქ­მი­ა­ნობს.გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია იტა­ლი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექი­მე­ბის ნაც­ვლად, შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზი­ის არმ­ქო­ნე პი­რებ­მა გა­უ­კე­თეს, რის შე­დე­გა­დაც 25 წლის გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და კო­მა­შია.

 

თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up