ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს

access_time2019-12-31 00:44:52

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი წერილს ავრცელებს და მადლობას უხდის სახელმწიფო უწყებებს, ასევე ყველა იმ პირს, რომლებიც გულშემატკივრობდნენ და რომელთაც ძალისხმევა გამოიჩინეს მის გასათავისუფლებლად.

 

49 დღის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაში მყოფი ექიმი წერილში აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლება ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა. ასევე, გაფრინდაშვილი წერილში წერს, რომ ოკუპაცია ქვეყნის უდიდეს პრობლემად რჩება, რაც დაბრკოლებებს უქმნის ათასობით ადამიანს.

 

„ჩემთვის ძალიან ემოციურია, ვუყურებდე იმ ერთიანობას და ძალისხმევას, რაც თითოეულმა თქვენგანმა გამოიჩინა ჩემი გათავისუფლებისთვის. ასეთმა ერთობამ, ჩემი ამბის გულთან ასე ახლოს მიტანამ, განაპირობა ის, რომ დღეს მე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვხვდები ახალ წელს.

 

გათავისუფლების დღიდან მივიღე უზომოდ დიდი სითბო თითოეული ადამიანისგან, რამაც კიდევ უფრო გამაძლიერა და დამანახა, ერთად დგომის მნიშვნელობა.

 

მინდა, რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის. მათ შორის და არა მხოლოდ:

 

– საქართველოს პრეზიდენტს

– საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს

– საქართველოს პარლამენტს

– საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს

– შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს

– საგარეო საქმეთა სამინისტროს

– შინაგან საქმეთა სამინისტროს

– საქართველოს საპატრიარქოს


– საქართველოს სახალხო დამცველს და მასთან არსებულ რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებს, ასევე სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს

– საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას

– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას

– დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს

– საერთაშორისო ორგანიზაციებს

– საერთაშორისო წითელ ჯვარს

– ექიმთა საზოგადოებას

– სპორტსმენებს, ჭიდაობის ფედერაციას, ოსი მოჭიდავეებს

– ქართულ დიასპორას უცხოეთში

– ოპოზიციურ პარტიებს

– არასამთავრობო ორგანიზაციებს და უფლებადამცველებს

– სამოქალაქო აქტივისტებს

– მედიის წარმომადგენლებს

– საგანმანათლებლო დაწესებულებებს

– საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას

 

– საზოგადოებასთან ურთიერთობის მუშა ჯგუფს

– საკომუნიკაციო სააგენტოებს

– ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს

– ბიზნესის წარმომადგენლებს

– ჩემს მეგობრებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს

– და უბრალოდ ჩემს გულშემატკივარ ადამიანებს

 

მნიშვნელოვნად მიმაჩნია, აღვნიშნო, რომ დამდგარი შედეგი ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა. ერთიანობა მართლაც დიდი ძალაა ცვლილებების განსახორციელებლად.

 

სწორედ ამიტომ, ჩემთვის სასიხარულო შედეგის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის უდიდეს პრობლემად რჩება და დაბრკოლებებს უქმნის ათასობით ადამიანს, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებში ცხოვრობენ.

 

იმედს ვიტოვებ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლა შევძლოთ, ყველანაირი მსგავსი გაუგებრობებისა და წინააღმდეგობების გარეშე, რომელიც ჩემს შემთხვევაში 49 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

 

წინასწარ გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას! მჯერა ეს დღეც მალე დადგება“, – წერს ვაჟა გაფრინდაშვილი.





პრემიერი იმპორტიორებს მოუწოდებს სწრაფად შემოიტანონ თურქული მედიკამენტები

პრემიერი იმპორტიორებს მოუწოდებს სწრაფად შემოიტანონ თურქული მედიკამენტები
access_time2022-01-24 11:36:36
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე იმპორტიორებს მოუწოდა, დროულად შემოიტანონ ქვეყანაში იაფი და მაღალი ხარისხის თურქული მედიკამენტები, რაც, მისივე თქმით, ქართულ ბაზარზე წამლების გაიაფებას გამოიწვევს.     „დაპირებისამებრ, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, ახლა იმპორტიორებისგან გვაქვს მოლოდინი, რომ დროულად შემოიტანენ ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის...

პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატების შერჩევაში პრემიერ-მინისტრი ჩაერთვება

პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატების შერჩევაში პრემიერ-მინისტრი ჩაერთვება
access_time2022-01-24 11:26:29
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომები დღეს გაიმართება, რომელშიც, კანონმდებლობის შესაბამისად, თავადაც მიიღებს მონაწილეობას     პრემიერ-მინისტრის თქმით, მისთვის წარდგენილი კანდიდატებიდან, საქართველოს პარლამენტს ორ კანდიდატს წარუდგენს სპეციალური...

100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა

100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა
access_time2022-01-24 10:55:10
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად კიდევ ერთი ახალი ინიციატივა წამოიწყო და ბიზნეს კლიენტებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ,...

ავიაბაზარზე პანდემიური კრიზისი გრძელდება - ავიაკომპანიები ზარალზეა

ავიაბაზარზე პანდემიური კრიზისი გრძელდება - ავიაკომპანიები ზარალზეა
access_time2022-01-23 21:00:36
American Airlines-მა მეოთხე კვარტალში $931 მილიონი იზარალა. პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, COVID-19-ის ომიკრონ ვარიანტი ავიახაზების შემოსავლების აღდგენას...

ქვეყნები, რომლებმაც 2022 წელს მოგზაურობის გადასახადები დააწესეს

ქვეყნები, რომლებმაც 2022 წელს მოგზაურობის გადასახადები დააწესეს
access_time2022-01-23 15:00:55
ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე ქვეყანამ დააანონსა, რომ ტურისტული გადასახადის დაწესებას აპირებდა. 2022 წლის დასაწყისში მათი რიცხვი გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ტურისტული გადასახადი სიახლე ნამდვილად არაა და ზოგიერთ ქვეყანაში, შესაძლოა, უკვე გადახდილიც გვაქვს სასტუმროს ფასთან ან...


მსგავსი სიახლეები

up