„შეაჩერე 520-ე დადგენილება“-ექიმებმა ერთიანი ტარიფების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს

„შეაჩერე 520-ე დადგენილება“-ექიმებმა ერთიანი ტარიფების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს

access_time2019-11-26 14:00:07

სოციალურ ქსელში ექიმებმა ჯანდაცვის მინისტრის ახალი დადგენილების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს, სახელწოდებით „შეაჩერე 520-ე“.ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის კარდიოლოგი,კარდიოინოვაზიური მიმართლების ხელმძღვანელი  აკაკი არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს: „არასოდეს გამომიქვეყნებია რამე ფეისბუქზე. ახლა ვადლებულად ჩავთვალე თავი... ბევრისთვის ეს თემა საერთოდ არ იქნება საინტერესო, მაგრამ მაინც დავწერ.


მეც მინდა, საკუთარი აზრი დავაფიქსირო (რომელიც, დიდად არც განსხვავდება სხვა ექიმების აზრისგან) იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მიერ სხვადასხვა კარდიოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსების კუთხით შევიდა ძალაში ამა წლის 20 ნოემბერს.


ძალიან კარგია, რომ როგორც სახელმწიფოს, ისე პაციენტს ამა თუ იმ მომსახურებაში (მათ შორის კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, არითმოლოგია) ნაკლები ექნება გადასახდელი.იაფი მომსახურება კარგია, მაგრამ კარგია?!სანამ უფრო დეტალურად ვიტყოდე, ერთ მსოფლიოში ძალზედ გავრცელებულ გამოთქმას გაგახსენებთ: „მე არ ვარ ისეთი მდიდარი, რომ იაფი ნივთები შევიძინო“ ( “I’m not rich enough to buy cheap things”).


სახელმწიფომ დადო ფიქსირებული ფასი კორონაროგრაფიასა და სტენტირებაზე.


კორონაროგრაფიის ფასიც კატასტროფულად დაბალია, მაგრამ მოდით პირდაპირ სტენტირებაზე გადავიდეთ: თითოეული სტენტის დამატებისას, როგორც კალკულაციიდან ირკვევა, პროცედურის ღირებულება 300 ლარით იზრდება. არა აქვს მნიშვნელობა, სტენტი წამლით დაფარულია თუ დაუფარავი. ყველა თანამედროვე რეკომენდაციით, ნებისმიერ პაციენტთან და ნებისმიერ კლინიკურ სიტუაციაში რეკომენდებულია წამლით დაფარული სტენტის გამოყენება. ყველა კარგი (კარგი გულისხმობს: ხარისხიანი, სანდო, აღიარებული, გამოცდილი მწარმოებლის მიერ ნაწარმოებს) წამლით დაფარული სტენტის ფასი მნიშვნელოვნად (საუკეთოსო სტენტების შემთხვევაში, 3-4ჯერ და მეტად) აღემატება 300 ლარს (ანუ, დღევანელი კურსით, დაახლოებით 100 დოლარს). გარდა ამისა, განსხვავებით აბებისაგან, რომელსაც იყიდი აფთიაქში და მხოლოდ გადაყლაპვა ჭირდება (გადასაყლაპად საჭირო წყალი, ჩავთვალოთ, რომ უფასოა), სტენტის იმპლანტაცია ბევრ სხვა ხარჯთანაა დაკავშირებული. ეს ხარჯები (ხელფასთან და არაპირდაპირ ხარჯთან ერთად) გასაგებია, რომ ჩადებულია პირველი სტენტის იმპლანტაციის ღირებულებაში, მაგრამ ყოველი შემდეგი სტენტის იმპლანტაცია მხოლოდ სტენტის თვითღირებლებას კი არ მოიცავს (წამლით დაფარული სტენტის თვითღირებულებაც კი მეტია (ვიმეორებ) სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ფასზე), არამედ იზრდება სხვა სახარჯი მასალების ხარჯიც (საკონტრასტო ნივთიერება - აუცილებლად, გარდა ამისა, ეს შეიძლება ეს იყოს დამატებითი კათეტერი, მავთული).


იდეალურ სიტუაციაში, მარტივი სტენტირებისას, იაფიანი (შესაბამისად, ნაკლებად ხარისხიანი) მასალის გამოყენებით, სამინისტროს მიერ დადებულ ტარიფში შეიძლება ჩაეტიო კიდეც.
რთული სტენტირებისას, მაგალითად, ბიფურკაციის, ქრონიკული ოკლუზიის სტენტირებისას (პირადად ჩემს პრაქტიკაში, ასეთი პროცედურების წილი არცთუ დაბალია), მასალის რაოდენობა ბევრად იზრდება.
მაგალითად (არაინტერვენციონისტებისთვის ავხსნი), ბიფურკაციის (ანუ, განშტოების) ადგილას არსებული სტენოზის ანგიოპლასტიკა 1 სტენტის იმპლანტაციით, მარტივი სტენტირებისგან განსხვავებით მოითხოვს შემდეგი დამატებითი მასალის გამოყენებას: დამატებითი 1 ან 2 მავთული (Guidewire, ფასი დაახლოებით 140-180 ლარი. (დამატებითი 2 მავთული უფრო უსაფრთხოა (სპეციალისტებმა იციან, ჯობს, ძირითად ტოტში მოთავსებული მავთული არ გამოიღო))), დამატებითი 3 ან 4 ბალონური კათეტერი (1 ბალონი - პროქსიმალური ოპტიმიზაციისთვის (POT); მე-2 ბალონი - სტენტის უჯრედის გახსნა გვერდითი ტოტის მიმართულებით მცირე დიამეტრის ბალონით; მესამე-მეოთხე ბალონი - „კისინგი“ 2 ბალონით, რომელთაგან მინიმუმ 1 ახალია (რეკომედებულია 2 Non Compliat ბალონი. თუ ამ რეკომენდაციას მიყვები, ორივე ახალი უნდა აიღო), ბალონის ფასი მცირედ ჩამორჩება დაუფარავი სტენტის ფასს, კარგი ბალონის ფასი საშუალო ხარისხის დაუფარავი სტენტის ფასზე მეტია (ბალონის მინიმალური ფასი 160-170 ლარია)); დამატებითი 1 ინდეფლატორი (Inflation device, საშუალო ფასი 50 ლარი); დამატებითი საკონტრასტო ნივთიერება.


ორსტენტიანი ბიფურკაციული სტენტირებისთვის ხარჯები დაახლოებით იგივეა, ემატება სტენტი (თავისი ღირებულებით).



მოკლედ, ხარისხი ძალიან გაფუჭდება.


დასადასტურებლად (არასპეციალისტებისთვის), რომ წინა სამი აბზაცი გაზვიადებული არაა, გადავწყვიტე, გარკვეული პერიოდულობით ჩემს მიერ ჩატარებული საინტერესო პროცედურების ანგიოგრამები გამოვაქვეყნო (რაც ხელში მომხვდება, ზოგი ძველი, ზოგი ახალი). იქნებ ამით გარკვეული წვლილი მეც შევიტანო იმაში, რომ სამინისტრო მიხვდეს საკუთარი გადაწყვეტილების... არასწორობას....



„ახალი“ ასეთ პროცედურები, ალბათ, ბევრი ვეღარ იქნება. უბრალოდ, ადმინისტრაცია ვერ მოგვცემს წამგებიანი პროცედურების რუტინულად კეთების უფლებას“-წერს აკაკი არჩვაძე.





მთავრობის 520-ე დადგენილების გაუქმებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს ქვეყნებს  ექიმი-კარდიოლოგი  იოსებ სიხარულიძეც.


„37 წლის მამაკაცს, სამი შვილის მამას წინა კედლის გავრცელებული ინფარქტით. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გავუკეთე 2 სტენტის იმპლანტაცია თრომბო ასპირაციით. სახელმწიფომ ეს ოპერაცია შეაფასა 2100 ლარად. 520-ე დადგენილებით ვერც მე და ვერც ჩემი დამხმარე მედპერსონალი, ვერც დაწესებულება, ამ შემთხვევაში შემოსავალს ვერ მივიღებთ. ქვემოთ არის მხოლოდ სახარჯი მასალა რაც გაიხარჯა ამ ოპერაციის დროს“-წერს სიხარულიძე.



შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე გათანაბრებული ტარიფები 21 ნოემბერს ამოქმედდა.


8 ნოემბერს კლინიკების ნაწილმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების 6 თვით გადავადებას ითხოვდნენ. სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ დადგენილი ტარიფები რეალურად არ ასახავდა დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს.


სოფო ქსოვრელი 





22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up