„ექიმები თეთრი ხალათებით“ - აღნიშნული სახელწოდებით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლებმა დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გამართეს.
ქუჩაში გამოსულ ექიმებს მიაჩნიათ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება პატიმრობის გამოყენებით ატარებს მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს და ამ მიდგომის შემსუბუქებას პირადად ჯანდაცვის მინისტრს სთხოვენ.
სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების პერსონალი არ ენდობა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ორი თანამშრომელი უკანონო საქმიანობასა და გულგრილობაშია ბრალდებული.
სოლიდარობის აქციები შემდეგ კლინიკებში ჩატარდა: მედლიქლაბი,ნიუ ჰოსპიტალსი, კლინიკა პინეო,აკადემიკოს ბოჭორიშვილის კლინიკა,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი,თბილისის მედიცინის ინსტიტუტი,კლინიკა მედულა, ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკა, აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა.
(R)