„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ„-კლინიკები ტარიფების გათანაბრებაზე

„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ„-კლინიკები ტარიფების გათანაბრებაზე

access_time2019-11-22 14:00:24

„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ, ეს ძალიან კარგად იცის საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა. ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია არასრულყოფილი ანალიზის შედეგია“, -  ასე აფასებს კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე „ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ კლინიკური მედიცინა არ არის მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი.

 

საქართველოში კერძო სამართლის იურიდიული პირები დაყოფილია კატეგორიებად.პირველი და მეორე კატეგორიის სუბიექტები ვალდებულნი არიან ჩაატარონ აუდიტი და დასკვნა გამოაქვეყნონ. „ჩვენი კლინიკის შემთხვევაში, ფინანსური მხარე აბსოლუტურად გამჭვირვალეა, შესაბამისად, ყველას აქვს შესაძლებლობა ნახოს ფინანსური ანგარიშგება, რა დროსაც გაარკვევენ, რომ  მოგების მაღალ მარჟაზე არ ვმუშაობთ. ეს დამალული არ ყოფილა და აქამდე შეეძლოთ ნახვა“, - განაცხადა იაგო კალანდაძე.

 

კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი  განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სრულიად ჰოსპიტალური სექტორის თხოვნა არ გაითვალისწინა და რეფორმა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს არ გადაავადდა. ექიმი არ ეთანხმება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას და ამბობს, რომ გატარებული რეფორმით პაციენტების მომსახურების ხარისხს საფრთხის ქვეშ დადგება. აღსანიშნავია, ისიც რომ იაგო კალანდაძის აზრს იზიარებს 25 სხვა სამედიცინო დაწესებულება.

 

„რეფორმის ამოქმედების ვადამდე არც ერთ კლინიკას არ მიგვიმართავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოვდივართ. ეს ნიშნავს იმას,  რომ ბოიკოტირებას არავინ აპირებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ტარიფები რეალობას მოწყვეტილია. ყველაზე მეტად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ცვლილება პაციენტის მკურნალობის ხარისხზე აისახება. დადგენილი ტარიფები არ მოგვცემს საშუალებას, რომ  მაღალხარისხიანი ერთჯერადი გამოყენების საგნების გამოყენება შევძლოთ. ჯანდაცვის რეფორმა გვაძიულებს მაქსიმალურად შევამციროთ სახარჯი მასალები და სამედიცინო პერსონალის ხელფასი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ თუ პაციენტს ესაჭიროება  გულის კორონალური სტენდირება ასეთ  დროს, ერთ სტენდზე 300 ლარია გათვალისწინებული, როდესაც ნორმალური ხარისხის წამლით დაფარული ერთი სტენდის ღირებულება ბაზარზე სულ მცირე 500 ლარია. ჩვენი მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ  დადგენილების ამოქმედების ვადა გადავადებულიყო გონივრული დროით, რათა ამ დროში გამართულიყო კონსულტაცია და დაგვედგინა რაციონალური ფასები.  ამაზე მთელი ჰოსპიტალური სექტორი ვართ შეთანხმებულები. ჩვენ მიერ მოთხოვნილი ვადებში უნდა მივსულიყავით გარკვეულ კონსესუსამდე, მიგვეღო ისეთი ტარიფები, რაც საგადასახადო მექანიზმს და მომსახურების ხარისხს არ დააზარალებდა, რაც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა,“-აცხადებს კალანდაძე. 

 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმის უარყოფით მხარეებზე საუბრობს „ჩაფიძის გულის ცენტრის“ ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ალადაშვილი. ექიმი აცხადებს, რომ  დადგენილება არაკვალიფიციურადაა შემშავებული და ბევრი ფაქტორი არ არის გათვალისწინებული. ალექსანდრე ალადაშვილის, თქმით სამინისტროს მიერ დაწესებული ტარიფი აუცილებლად აისახება მომსახურების ხარისხზე.  


 

„ფასების გათანაბრება სწორი და საჭირო პოლიტიკაა, თუმცა, ჩემთვის გაუგებარია ტარიფების ოდენობა და მათი განსაზღვრის ტექნოლოგია, რადგან ჯანდაცვის სამინსიტროს დადგენილი ტარიფები არ არის საკმარისი ხარისხიანი სერვისის მისაწოდებლად. როდესაც აფასებ რაღაცას უნდა იცოდე მისი ძირითადი ფაქტორები, უნდა იცოდე ფასები. ტარიფს სანამ შეიმუშავებენ უნდა იცოდნენ სტანდარტი, რაც სახელმწიფოს არ გააჩნია“, -  განმარტავს ალექსანდრე ალადაშვილი.


„ჩაფიძის გულის ცენტრის“ ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი „კომერსანტთან“ საუბრისას ყურადღებას ამახვილებს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, სადაც კლინიკების მოგების მაჩვენებელზეა საუბარი.  

 

„მათ განცხადებაში წარმოგენილია მხოლოდ 5 კლინიკა, თუმცა, ქვეყანაში გაცილებით მეტი სამედიცინო დაწესებულებაა. სხვებსაც გადახედონ, არიან კლინიკები რომლებსაც ამხელა მოგება არ აქვთ. სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვერკვევი ამ მიმართულებით, რაც შემიძლია დადასტურებულად ვთქვა უნდა იცოდნენ სტანდარტი და მის შესაბამისად დადგინონ ფასიც.  ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რა ღირს  ანალოგიური პროცედურები, რომელსაც ჩვენი კლინიკები აკეთებენ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. გასათვალიწინებელია ის ფაქტორიც, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ არცერთ სამედიცინო პროდუქტს, ყველაფერს უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ, როგორ შეიძლება ამ პირობებში ჩვენი ფასი სხვა ქვეყნებთან შედარებით იყოს სამჯერ ნაკლები,“ - განაცხადა ალექსანდრე ალადაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე გათანაბრებული ტარიფები გუშინ ამოქმედდა.


8 ნოემბერს კლინიკების ნაწილმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების 6 თვით გადავადებას ითხოვდნენ. სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ დადგენილი ტარიფები რეალურად არ ასახავდა დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს.


ნათია ლომიძე

თეგები:
ექიმები



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...


მსგავსი სიახლეები

up