ბრიტანეთის მთავარი სანიტარული ექიმის პროფესორ სალი დევისის განცხადებით, ანტიბიოტიკების გამოყენება შინაური ცხოველების საკვებში ადამიანებისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ვიდრე გლობალური დათბობა, ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
ადამიანის სხეული ანვითარებს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას სუპერბაგების საშუალებით, რამაც შეიძლება წარმოქმნას ფერმენტი, რომელიც ასუსტებს ანტიბიოტიკებს. და ქმნის ბარიერს, რომელიც ხელს უშლის მათ ორგანიზმში შესვლას და მოქმედების დაწყებას.
სალი დევისის განცხადებით, ანტიბიოტიკები თანამედროვე მედიცინის საფუძველია, მათ გარეშე ნებისმიერი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია. მაგრად მათ მიმართ მდგრადობის გამო, მხოლოდ ბრიტანეთში, შესაძლოა რამოდენიმე მილიონი ადამიანი მოკვდეს.
ექიმის განცახადებით, რამდენიმე ინფექციამ, მათ შორის ტუბერკულოზმა იმ ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებიც ამ დაავადების წინააღმდეგ ეფექტური იყო იმუნიტეტი გამოიმუშავა. ამის მიზეზად დევისი შინაური ცხოველების საკვებში ანტიბიოტიკების გამოყენება ასახელებს.
ბრიტანეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა წარმოადგინა იმ ქვეყნების სია, რომლებიც სოფლის მეურ6ნეობაში ანტიბიოტიკებს მასიურად იყენებენ. მაშ შორის პირველია აშშ, სადაც ხორცის 70% ანტიბიოტიკების დახმარებით იწარმოება.
imedinews.ge