EPRC: ხელისუფლებას დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

EPRC: ხელისუფლებას დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

access_time2020-07-22 18:00:09

„საქართველოს ხელისუფლებას დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს, რომ საინვესტიციო გარდატეხა მოახდინოს და ისედაც შეზღუდული უცხოური საინვესტიციო რესურსების ქვეყანაში მოზიდვა შეძლოს“, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის  (EPRC) მიერ მომზადებულ კვლევაშია ნათქვამი. ანალიტიკურ დოკუმენტში საუბარია საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, მასთან დაკავშირებით არსებულ შესაძლებლობებს და გამოწვევებზე და კორონავირუსის ფონზე შექმნილ ახალ რეალობაზე.


დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ:


„ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში არასტაბილური დინამიკით ხასიათდება. 2017 წელს ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, თუმცა შემდგომი წლების მაჩვენებლები სტაბილური კლებით ხასიათდება. განსაკუთრებული ვარდნით გამოირჩევა 2018 და 2019 წლები, როცა დაახლოებით 1/3-ით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა 2014 წელთან შედარებით. შესაბამისად, საინვესტიციო შემოდინებების კლება ჯერ კიდევ კორონავირუსის გამოჩენამდე დაიწყო, 2020 წელი და პანდემია კი მთელი მსოფლიოსთვის და, შესაბამისად საქართველოსთვისაც, დამატებითი საინვესტიციო გამოწვევებით აღინიშნა.



საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლით, ზიანი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას Covid-19-ის გავრცელებამ მიაყენა, მძიმე ნეგატიურ გავლენას იქონიებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეც. 2020 წლისთვის მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მინიმუმ 30%-ით შემცირებას პროგნოზირებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD). ინვესტიციები კიდევ უფრო მეტად შემცირდება განვითარებად ქვეყნებში. 2020 წლის პირველი ნახევრის ვარდნის შემდეგ, ყველაზე პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაშიც კი, 2021 წლამდე არსებული საინვესტიციო მოცულობა ვერ აღდგება. კიდევ უფრო მძიმე შედეგებს ვარაუდობს გაერო, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30-40% შემცირებას ელოდება. სექტორების მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 208%-ით შემცირდება ენერგო და ნედლეულის მწარმოებელ სექტორში, 116%-ით ავიაციის სექტორში და 47%-ით ავტო ინდუსტრიაში.


ეს მოცემულობა კიდევ უფრო ზრდის კონკურენციას ინვესტიციების საერთაშორისო ბაზარზე. საქართველოს ხელისუფლებას დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს, რომ საინვესტიციო გარდატეხა მოახდინოს და ისედაც შეზღუდული უცხოური საინვესტიციო რესურსების ქვეყანაში მოზიდვა შეძლოს.


რა ფაქტორები ქმნის ხელსაყრელ გარემოს ინვესტიციებისთვის? - პირველ რიგში სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, კერძო საკუთრების დაცულობა, სამართლიანი სასამართლო, ხელსაყრელი საგადასახადო რეგულაციები, იაფი და კვალიფიციური სამუშაო ძალა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ქვეყნის ეკონომიკური გახსნილობა, ბუნებრივი რესურსები, სტრატეგიული მდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, კორუფციის დაბალი დონე და ის განსაკუთრებულობა, რომელიც კონკრეტულად ქვეყანას შეუძლია შესთავაზოს ინვესტორს. ამ ყველაფერში, ცხადია, უკანასკნელი ადგილი არ უკავია მსოფლიო საინვესტიციო ბაზარზე შექმნილ კონიუნქტურას“,- ნათქვამია კვლევაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up