ქონების ეროვნული სააგენტო: ე.წ. რიყის დოქებით არავინ ინტერესდება - მტვრით დაფარული „ეპოქალური შენობა“ (ფოტო)

ქონების ეროვნული სააგენტო: ე.წ. რიყის დოქებით არავინ ინტერესდება - მტვრით დაფარული „ეპოქალური შენობა“ (ფოტო)

access_time2018-08-09 14:00:24

დაზიანებული ფასადი, დალეწილი შუშები და ჩამტვრეული კიბის მოაჯირები - ეს მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობას შორის მოხვედრილი ე.წ. „რიყის დოქებია“. ადგილი, სადაც გეგმის მიხედვით თანამედროვე ხელოვნებისა და მუსიკისა და დრამის თეატრი უნდა განთავსებულიყო, დღეს მტვრითაა დაფარული.



საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მუსიკისა და დრამის თეატრს ეპოქალური შენობა უწოდა. შენობა ნამდვილად ეპოქალური გამოდგა, რადგან 3 მერი გამოიცვალა, ამისდა მიუხედავად რიყის დოქები ამ დრომდე უფუნქციოდაა დარჩენილი.



 ე.წ. წაქცეული დოქები ტურისტებისთვის მიმზიდველი არქიტექტურული ნაგებობაა. ბევრი მათგანი დოქების წინაშეც პოზირებს და შემინულ შენობას აღფრთოვანებული უყურებს. თუმცა, ქართველების მსგავსად შენობის დანიშნულება მათაც ვერ გაიგეს.

 


რიყის დოქები თბილისის მოსახლეობისთვისაც მიმზიდველი პროექტია, რიყის პარკში მოსეირნე ადამიანები კომერსანტს უყვებოდნენ, რომ შენობა ლამაზია და პარკს ძალიან უხდება.  ეკა ხომასურიძე აცხადებს, რომ დოქები პოლიტიკის მსხვერპლია, რადგან დოქები შესაძლოა წინა ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტიც ყოფილიყო:



„ძალიან ლამაზი ადგილია, ხშირად მოვდივარ რიყის პარკში და ძალიან მწყდება გული რიყის დოქებზე. ამდენი წელი როგორ შეიძლება შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნო და მშენებლობა ვერ დაასრულო. ვფიქრობ, ეს ხელისუფლების ცვლილებით არის განპირობებული. ტყუილად აფუჭებენ ასეთ საინტერესო ნაგებობას. მშვიდობის ხიდს თუ უვლიან და წმენდენ რა მოხდება, ესეც  გაწმინდონ ხოლმე, უფრო ეფექტური და მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის“,- გვეუბნება ეკა ხომასურიძე.


უფუნქციოდ და უპატრპნოდ დარჩენილია რიყის დოქები სახელმწიფო უწყებებს შორის ხელიდან ხელში გადადის  თბილისის მერიამ 2015 წლის დეკემბერში შენობა ქონების მართვის სააგენტოს გადასცა, 2016 წელს კი რიყის დოქები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა. კომერსანტი ერთ თვეზე მეტია ცდილობს გაიგოს რა ბედი ეწევა ევროპის მოედანზე მდებარე ამფითეატრს. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, ქონება ნამდვილად სახელმწიფოს ბალანსზეა, თუმცა ამფითეატრის ბედი გაურკვეველია, რადგან  ამ დრომდე ე.წ. დოექებით არავინ დაინტერესბულა.



2018 წელს კახი კალაძემ განაცხადა, რომ მასაც არ სურდა შენობა იმ მდგომარეობაში დარჩენილიყო, რა მდგომარეობაშიც ახლა არის.  მიმდინარე წლის თებერვალში მერი საუბრობდა იმაზეც, რომ შენობას ფუნქცია უახლოეს მომავალში განისაზღვრებოდა თუმცა, ნახევარი წლის შემდეგაც საუკეთესო ნაგებობებს შორის მოხვედრილი თეატრი, დამტვერილი და დალეწილი შუშებით საკუთარ მაყურებელს ალბათ განუსაზღვრელი დროით დაელოდება.

 

 ავტორი: ბაჩო ადამია







ბიძინა ივანიშვილის აღიარება–მარიხუანას კულტივაციას მხარს მე ვუჭერდი

ბიძინა ივანიშვილის აღიარება–მარიხუანას კულტივაციას მხარს მე ვუჭერდი
person access_time2018-10-23 23:49:03
„ჩვენი გუნდი არასდროს წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არც ეხლა წავა. ის რომ საპატრიარქო ღელავს, ჩემთვის მისაღები და გასაგებია, ნამდვილად ეკლესია ზრუნავს საზოგადოებაზე“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მარიხუანას წარმოებას შეეხებოდა. მისი თქმით, მარიხუანას წარმოების ერთ-ერთი „ხიბლი“ არის ის რომ, მისი რენტაბელობა მაღალია. „კანონმდებლობაში, რომელიც შევიდა პარლამენტში, იქ საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური...

"სამი მიზეზი იყო, რის გამოც მოსახლეობა გაღარიბდა, მთავარი იყო კრედიტები"

person access_time2018-10-23 23:45:07
ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის გაღარიბების სამ მიზეზს ასახელებს. ივანიშვილი ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუარესებას პირველ რიგში მოსახლეობის მიერ აღებულ კრედიტებს უკავშირებს. მისი თქმით, ამაში როლი ლარის დევალვაციამაც ითამაშა. "სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა ჭარბვალიანობაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა როლი ითამაშა...

ბიძინა ივანიშვილი: მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას

ბიძინა ივანიშვილი: მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას
person access_time2018-10-23 23:25:51
მე დავბრუნდი პოლიტიკაში, მე მოვახერხებ რომ ეს ვერტიკალი გუნდში დავამყარო, გუნდში ნიჭიერები წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ, პარტიაც გაძლიერდება, და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, ჩვენს საზოგადოებაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას და ყველას თავისი ადგილი ექნება. და რუსთავი 2 ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. ასეთ სიცრუეში და ასეთ...

დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება

დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება
person access_time2018-10-23 23:15:11
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მასსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის უთანხმოების ერთერთი მიზეზი კვირიკაშვილის მიერ საბანკო რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული ნეგატიური დამოკიდებულება იყო. ივანიშვილის თქმით, საბოლოოდ კვირიკაშვილს თანამდებობის დატოვება სწორედ ამიტომ მოუწია. სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა...

ბიძინა ივანიშვილი: UNICEF-ის კვლევას ვენდობი

ბიძინა ივანიშვილი: UNICEF-ის კვლევას ვენდობი
person access_time2018-10-23 22:59:48
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეკონომიკის ყველა დარგში „მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ტემპი“. ივანიშვილი ქვეყანაში კორუფციის ნიშნებსაც შეეხო. „ჩვენი ხელისუფლების ხელწერა არის ის, რომ გუნდის წევრებსაც არავის ზოგავს. მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული რომ ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე, მხოლოდ ჟურნალისტმა უნდა მოიტანოს არგუმენტები და არა სიცრუე გაავრცელოს. ეკონომიკაზე გეტყვით, რომ თუ რამე...


მსგავსი სიახლეები

up