„ეპიდსიტუაციაში ჩართულობა ხარჯებთანაა დაკავშირებული, მითუმეტეს ლარის გაუფასურების გამო გაზრდილი ფასების პირობებში“ - სადაზღვევო კომპანიები

„ეპიდსიტუაციაში ჩართულობა ხარჯებთანაა დაკავშირებული, მითუმეტეს ლარის გაუფასურების გამო გაზრდილი ფასების პირობებში“ - სადაზღვევო კომპანიები

access_time2020-11-06 12:30:51

სადაზღვევო ინდუსტრია COVID-19-ის მართვაში ჩაერთო. ეპიდემიის მართვაში პირველადი მონაცემებით სადაზღვევო კომპანიების ჯამში 50-60 ოჯახის ექიმია ჩართული.

 

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მსუბუქი პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, ჩართულნი არიან სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკების ოჯახის ექიმები.

 

„ჩვენ ვართ ჩართულები მხოლოდ ბინაზე მოვლის პროცესში, ძალიან გაზრდილია მომართვიანობა, არამხოლოდ 112-დან შემოდის პაციენტები, არამედ გაიგეს რა ეს ინფორმაცია, რომ ჩავერთეთ, პირდაპირ ჩვენ გვიკავშირდებიან. გართულებული პაციენტები საბედნიეროდ არ გვყავს, ოჯახის ექიმები მაქსიმალურად ჩართულები არიან პროცესში. გადატვირთულია ქოლ ცენტრი და დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება, ყველა დაძაბულია, ამიტომ მომართვიანობა ძალიან გაზრდილია. დღის განმავლობაში საშუალოდ 3-4 ადამიანი უკვე კოვიდდადასტურებული სიმპტომებით მოგვმართავს.  

 


რაც შეეხება ხარჯებს, ბინაზე მომსახურებას არ სჭირდება ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული დანახარჯები, თუმცა რაც შეეხება სატელეფონო ოპერატორებს და ოჯახის ექიმებს, მათი დამატება მოგვიწია, მაგრამ ეს ჩვენივე დაზღვეულებისთვის გავაკეთეთ და ეს ხარჯები ლოგიკურიც იყო. რაც შეეხება მედიკამენტებს, სიცხის დამწევები და ელემენტარული წამლები არის პროტოკოლით გათვალისწინებული და ამ კუთხითაც ხარჯების ზრდას არ ველით. თუმცა აღსანიშნავია, რომ სამედიცინო სერვისების და მედიკამენტების ფასები ლარის კურსის გაუფასურების გამო ძალიან გაზრდილია, ამიტომ სადაზღვევოების დანახარჯმა ზოგადად მოიმატა.

 

ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს კომუნიკაცია, იმასთან დაკავშირებით რომ დადგენილებაში განხორციელდეს ცვლილება, რადგან სადაზღვევო კომპანიებზე ჩანაწერი იურიდიულად არ არის გამორთული, ჩვენ არ ვართ სამედიცინო სერვისების განმახორციელებლები, ჩვენ სერვისებს ვახორციელებთ ჩვენი პროვაიდერი კლინიკების მეშვეობით“, - განაცხადა ნინო კობახიძემ.

 

„იმედი L”-ის გენერალურმა დირექტორმა გივი გიორგაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიები დაზღვეული კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის და მეთვალყურეობის პროცესში ჩაერთვნენ.

 

„სადაზღვევოები სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ დაზღვეული კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის და მეთვალყურეობის პროცესში ჩართვაზე. ჩვენი დაზღვეულები ჩვენს მართვაში მომსახურე ოჯახის ექიმებს მუდმივად ეკონტაქტებიან და მათგან იღებენ შესაბამის რჩევებს. დანახარჯები არის, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი და ვალდებულებაც წვლილი შევიტანოთ COVID-19-ის მართვის გამართულად განხორციელებაში“, - აღნიშნა გივი გიორგაძემ.


თეგები:
დაზღვევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up