ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს

access_time2020-10-28 20:00:37

გასულ დღე-ღამეში ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში კიდევ 64 ადამიანი დაინფიცირდა - ეს ძალიან ბევრია ცხინვალისთვის, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს.

 

15 სექტემბერს რუსეთს და ე.წ. სამხრეთს ოსეთს შორის საზღვარი გაიხსნა და ამის შემდეგ რესპუბლიკაში ინფიცირების ნახტომისებრი ზრდა დაიწყო. ამ დროისთვის დაავადებულთა რაოდენობამ 469-ს მიაღწია, 5 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

ზრდის ტემპებით ცხინვალი ჩრდილოეთ კავკასიის გაცილებთ უფრო დიდ რესპუბლიკებს უსწრებს - მაგალითად, ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც მოსახლეობა თითქმის 700 000-ს შეადგენს, გასულ დღე-ღამეში 58 ადამიანი დაავადდა.

 

კიდევ უფრო მძიმეა ვითარება ერთ სულ მოსახლეზე  დაინფიცირების კუთხით - ამ მხრივ ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ დაავადებულთა რაოდენობა 20-ჯერ მეტია, ვიდრე ჩრდილოეთში.

 

ცხინვალელი ექიმ-ანესტეზიოლოგის ალექსანდრ პლიევის თქმით, რესპუბლიკა კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - მედპერსონალზე წნეხი ძალიან დიდია, და მედიკოსები დაინფიცირებულების მოზღვავებას ვერ უმკლავდებიან.

 

დაავადებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, განსაკუთრებით მძიმეების. ჩვენს რეანიმაციაში 10 კრიტიკული პაციენტი გვყავს, ორი გარდაიცვალა, ერთი ვლადიკავკაზში გავაგზავნეთ, მეორე თბილისში. თუმცა, დაავადებულების რაოდენობა არათუ არ მცირდება, არამედ ყოველდღიურად იზრდება. გათავისუფლებულ ადგილებს ახალი პაციენტები იკავებენ - ამბობს ექიმი.

 


მისი თქმით, არსებული მედპერსონალიც მცირდება - ინფიცირდებიან რეანიმატოლოგები და ექთნები.

 

ჩვენი ერთადერთ იმედია რუსეთი - ველოდებით საველე ჰოსპიტლის ჩამოსვლას, რომლიც გარეშეც, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება - ამბობს პლიევი.

 

27 ოქტომბერს, გვიან საღამოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტოს სამხედრო-საველე ჰოსპიტალი ცხინვალში ჩამოვიდა და 28 ოქტომბრიდან მისი გაშლა დაიწყო.

 

ქვეგანაყოფის შემადგენლობაში 150-მდე ადამიანი და სპეციალური ტექნიკაა - ხელოვნური სუნთქვის აპარატები, პაციენტებზე ინტენსიური დაკვირვების მონიტორები, რენტგენოგრაფიის დანადგარები, და ..“ -  იტყობინება ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობა.

 

სადღეისოდ, არაღიარებულ რესპუბლიკაში დაინფიცირებულთა რაოდენობა მოსახლეობის 1,5%-ს შეადგენს, რაც ბევრია იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის აქტიური ფაზა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

 

ალექსანდრ პლიევის თქმით, ვირუსის დაძლევისთვის მედიკოსების ძალისხმევა საკმარისი არაა - საჭიროა საზოგადოების შეგნების ამაღლება.

 

ხშირად ვეკითხები მძიმე პაციენტებს, როგორ მოხვდნენ ჩვენთან. პასუხები თითქმის იდენტურია - ქორწილი, დაბადების დღე, წვეულება.. სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც ეპიდემიის მეორე ტალღა გვიახლოვდებოდა, ცხინვალში დიდ, 500-იან ქორწილებს მართავდნენ. ჩვენ ეს ვერ შევაჩერეთ და აი - შედეგიც“ - განაცხადა პლიევმა.


ცნობილი ოსი ბლოგერი დიანა ალბოროვა შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომელმაც რუსეთთან საზღვრები ისე გახსნა, რომ ამისთვის არანაირი სამზადისი არ ჩაუტარებია.

 

გასაგებია, რომ ვირუსი არსად არ წავა, და ის ჩვენს გვერდით იარსებებს, გასაგებია, რომ მუდმივ კარანტინში ვერ ვიცხოვრებთ, და ადრე თუ გვიან საზღვრები გაიხსნებოდა. მაგრამ ამისთვის საჭირო იყო სათანადო ზომების მიღება  - მედპერსონალის მომზადება, საავადმყოფოების გადაიარაღება, წამლების შესყიდვა. თუმცა, არაფერი არ გაკეთდა, და რესპუბლიკა ეპიდემიის აფეთქებას სრულიად მოუმზადებელი დახვდა. ეს არა მხოლოდ ხელისუფლებას ეხება, არამედ იმათაც, ვინც საზღვრის გახსნას დაჟინებით მოითხოვდა, და ხალხმრავალ აქციებს ატარებდა - მიიჩნევს ალბოროვა.

 

Ekhokavkaza.com


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
ცხინვალი



Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს

Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს
access_time2020-12-01 09:55:23
•             ყველა საცალო და სასურსათო პროდუქტის მიწოდება ოცდაათ წუთზე ნაკლებ დროში განხორციელდება თბილისი, 2020 წლის 26 ნოემბერი: ბარსელონაში დაარსებული ტექნოლოგიური კომპანია Glovo, ახალი ბიზნეს განყოფილების, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს. ესაა მესამე თაობის კომერცია, რაც გულისხმობს ოცდაათ წუთში ან უფრო ნაკლებ დროში ყველაფრის მიწოდებას ქალაქებში.   Glovo საცალო და...

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები  თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?
access_time2020-12-01 10:50:13
ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოსცეს რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება,რომელშიც D ვიტამინი და ომეგა 3 ჭარბობს, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა,განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს. ექსპერტების ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა,ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა პატარებში,გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ...

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური
access_time2020-12-01 11:00:48
„ეს ყველაფერი ძალიან არაჯასაღად გამოიყურება. ჩემი სარესტორნო სივრცე ისედაც ერთადგილიანი იყო, სხვები კი მაქსიმალურად დაშორებული მაგიდებით.  დაცული იყო ყველა რეგულაცია ისევე, როგორც უმეტეს დაწესებულებაში, მაგრამ მაინც მოვყევი ამ პროცესებში,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორმა, შეფ კონსტანტინე თედელურმა ისაუბრა. შეფ კონსტანტინეს ერთმაგიდიანი ბუტიკური რესტორანი - „შეფ კონსტანტინე თედელური“, ასევე Graph Sandwich IV და კრწანისის რეზიდენციის...

არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი

არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი
access_time2020-12-01 12:00:15
„არც ველოდით აუზების დახურვას, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ წყლით კორონავირუსი არ გადადის. ეს ყველაფერი არ ყოფილა ჩვენთან გავლილი და კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა,“ - საცურაო აუზების კიდევ ორი თვით დახურვის შესაძლო შედეგებსა და მიზანშეწონილობაზე „კომერსანტს“ ვაკის საცურაო აუზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ესაუბრნენ. როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნესცენტრები და...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...


მსგავსი სიახლეები

up