EOC ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალზე:„ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია“

EOC ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალზე:„ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია“

access_time2020-02-23 20:00:35

„ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია შექმნილი სამთო სათხილამურო, ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრებების ჩასატარებლად. ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე მდებარეობა თოვლის პირობებისთვის კარგ გარემოს ქმნის მთელი სეზონის მანძილზე. სპორტსმენთა სოფელი და EOC-ის მაღალი რანგის სტუმრების სასტუმრო უკვე მზადყოფნაშია და საუკეთესო ხარისხის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს“ – ნათქვამია ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტის დირექტორის, პიტერ ბრულის ანგარიშში, რომელიც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) აღმასკომის წევრებსა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (EYOF) კომისიის წევრებს დაეგზავნათ.


დოკუმენტს ხელს აწერენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი რაფაელე პანიოჩი და EYOF-ის კომისიის თავმჯდომარე ხოსე მანუელ არუჯო.


ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო დაარეგისტრირა, როგორც 2025 წელს ზამთრის სპორტულ სახეობებში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი ქვეყანა. მიმდინარე წლის 5-6 თებერვალს საქართველოში იმყოფებოდნენ ფესტივალის შემფასებელი კომისიის წევრები, რომლებმაც ადგილზე დაათვალიერეს სათხილამურო ტრასები და ბაკურიანის ინფრასტრუქტურას გაეცნენ.


„საქართველოს მიერ ზამთრის სპორტში შეტანილი ინვესტიციები უკვე თვალსაჩინოა მიმდინარე წელს ლოზანაში მსოფლიო ახალგაზრდობის თამაშებზე მოპოვებული მედლებისა და 2020 წ. ISU-ის ევროპის ფიგურული ციგურაობის ჩემპიონატზე მოპოვებული მედლის სახით. ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბაკურიანი შერჩეულია 2023 წლის FIS-ის სნოუბორდისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად. ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის EYOF -ის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით. ვიზიტის მსვლელობის პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის სახით“ – აღნიშნულია ანგარიშში.



პიტერ ბრულის შეფასებით, საქართველოსთვის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოტივაციას წარმოადგენს ის მემკვიდრეობა, რაც ღონისძიების დასრულების შემდეგ დარჩება ქვეყანაში ზამთრის სახეობების განვითარების თვალსაზრისით. ამ კუთხით, მის ანგარიშში აღნიშნულია ის პროექტები, რომლებიც, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ხორციელდება. მათ შორის დასახელებულია ბაკურიანში არსებული ძველი ტრასის სრული რეკონსტრუქცია, რომელიც უდიდესი სატრამპლინო ხტომების ცენტრს წარმოადგენდა და მეტად პოპულარულია საქართველოში. პროექტი მომზადებულია FIS-თან თანამშრომლობით და მისი ბიუჯეტი დამტკიცებულია.


პიტერ ბრული ასევე აღნიშნავს ბიათლონის ცენტრის პროექტს ბაკურიანში, რომლის აუცილებელი დაგეგმარება უკვე მომზადებული და დამტკიცებულია, ასევე ყინულის არენა ფიგურული ციგურაობისთვის. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ყინულის არენა გაკეთდება თბილისშიც (ყინულის ჰოკეისთვის). „ამასთანავე, 2020/2021 წლებისთვის აშენდება ახალი გზატკეცილები, რომლებიც ბორჯომსა და ბაკურიანს დააკავშირებენ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში დიდი პოტენციალი არსებობს 2025 წელს შესანიშნავი ფესტივალის ჩასატარებლად“ – აღნიშნავს თავის ანგარიშში EOC-ის სპორტის დირექტორი და 2025 წ. ეაოფ-ის შემფასებელი კომისიის წევრი პიტერ ბრული.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით გადაწყვიტა უმასპინძლოს „ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს“ ზამთრის სპორტულ სახეობებში, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში იგეგმება.


ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადი გასულ წელს გაიგზავნა, შედეგად ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო დაარეგისტრირა როგორც კანდიდატი ქვეყანა.


„ბიზნესპარტნიორი“


თეგები:
ბაკურიანი



27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up