იტალიელი შეფ-მზარეული: „სარესტორნო ინდუსტრიას მომსახურებაზე ფასების გაზრდა მოუწევს“

იტალიელი შეფ-მზარეული: „სარესტორნო ინდუსტრიას მომსახურებაზე ფასების გაზრდა მოუწევს“

access_time2020-05-13 13:00:12

„მეეჭვება, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ რესტორნებსა და ბარებში  ხალხის აქტიურობა ისეთი იყოს, როგორიც იტალიაშია, სადაც ადამიანებმა საქმიანობა განაახლეს, დადიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ფოტოებს იღებენ. საქართველოში ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეხედავენ სიტუაციას ქართველები, შესაბამისად, ეს ბიზნესზეც აისახება. - ამის შესახებ „კომერსანტთან“ იტალიელმა შეფ-მზარეულმა ენზო ნერიმ ისაუბრა.


იტალიელი შეფ-მზარეული წლებია საქართველოში საქმიანობს, ამჟამად კი კახეთში „შატო მერეში“ ქართულ-იტალიური რესტორნის გახნას გეგმავს, სახელწოდებით Enzo’s Ezo . რესტორნის იდეა მზარეულს ღვინის სასტუმრო „შატო მერეს“ დამფუძნებელთან გია პირადაშვილთან ერთად დაებადა.  როგორც ენზო ნერი აღნიშნავს, როგორც კი რესტორნებისთვის დაშვებული იქნება საქმიანობა, ახალი რესტორანიც  სტუმრებს მოემსახურება.


რა მდგომარეობაშია რესტორნის სექტორი და ვის გაუჭირდება ბიზნესის შენარჩუნება ? ენზო ნერი აღნიშნავს, რომ როგორც მსხვილი, ასევე პატარა კვების ობიექტები რეგულაციების გამო დაკარგული დროისა და შემოსავლების დაბრუნებას მომავალ წლამდე ვერ შეძლებენ.


„ხალხი ეცდება დისტანცია დაიცვას, დაწესდება რეგულაციები, რის გამოც პატარა რესტორნებს დიდი დანაკლისი ელოდებათ, რადგან ბევრ მომხმარებელს ვერ მოემსახურებიან. რაც შეეხება დიდ რესტორნებს, მაგალითად Radisson-ის მზარეულებსაც კი ხელფასის მხოლოდ 30 პროცენტი აუნაზღაურდათ. მიტანის სერვისით  ნებისმიერი რესტორანი მხოლოდ 700 ლარს გამოიმუშავებს დღეში, რაც ფაქტობრივად არაფერია. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და ტურიზმის აღდგენას ველოდებით, რადგან ქართული რესტორნების სტუმრებს შორის ადგილობრივსა და ტურისტს შორის თანაფარდობა 50:50-ზეა, ტურისტების გარეშე კი ძალიან ძნელი იქნება ბიზნესის შენარჩუნება“. -აცხადებს ენზო ნერი.



შევა თუ არა რესტორნებში გამოყენებული ჰიგიენური ინვენტარის ღირებულება მომსახურების ფასში, იტალიელი შეფ-მზარეული აღნიშნავს, რომ  გახსნის შემდგომ ახალი რეგულაციებით  ამოქმედებისას რესტორნებს ცალკე დიდი ხარჯი ელით ჰიგიენის საშუალებების შეძენისთვის, რაშიც  მთავრობის ფინანსური თანამონაწილეობა მაქსიმალური უნდა იყოს.


 „რესტორანში, გარდა იმისა, რომ დაცული უნდა იყოს ჰიგიენის წესები, საკვების უსაფრთხოების კუთხით საკუთარი ნორმები გვექნება, ამას ემატება კორონავირუსისგან თავის დასაცავად გამოცემული დირექტივები. ბევრისთვის შეიძლება არაკოფორტული იყოს ნიღბითა და ხელთათმანებით სადილობა.


რაც შეეხება სამედიცინო ნიღბებისა და ჰიგიენისთვის აუცილებელი ატრიბუტების ღირებულებას საქათველოში, ვხედავ რომ  ეს ადამიანების სპეკულაციის შედეგია.ზოგადად, მთელს მსოფლიოში კატასტროფიდან მოგების მიღებას ვიღაც მაინც ცდილობს. როგორ უნდა მოიმარაგონ კომპანიებმა ეს აუცილებელი ჰიგიენის საშალებები - ეს ყველაზე რთულია. ალბათ მომსახურების ღირებულებაში მოხდება სწორედ ამ საშუალებების ფასის დამატებაც, სხვა გზას ვერ ვხედავ.  პირველ რიგში, მთავრობას უნდა აინტერესებდეს უზრულველყოფილია თუ არა კომპანია უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა ჰიგიენური საშუალებით. ამაში კი სწორედ მთავრობა უნდა დაგვეხმაროს. ხელისუფლებამ  ღამით გარეთ გასვლა კი უმეტესად იმიტომ აკრძალა, რომ პანდემიის გამო სასოწარკვეთილ მოქალაქეებს არ გაეძარცვათ ობიექტები. „  განმარტავს ენზო ნერი.

 

მარიამ მორგოშია 


თეგები:
ენზო ნერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up