ენტონი ფაუჩი - „სიფრთხილე დიდხანს მოგვიწევს, შეიძლება წლებიც კი…“

ენტონი ფაუჩი - „სიფრთხილე დიდხანს მოგვიწევს, შეიძლება წლებიც კი…“

access_time2020-06-14 15:00:17

მსოფლიო მასშტაბით კარანტინის ზომების მოხსნასთან ერთად, იზრდება პანდემიის გავრცელების ზრდის და ახალი კორონავირუსის მეორე ტალღის შემოტევის შიში. ვაქცინები ასეთ დროს ყველაზე რეალურ გამოსავლად მოიაზრება. შეერთებული შტატების წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ხშირად ამბობს, რომ კოვიდ-19-ისგან დამცავი ვაქცინების წარმოებას ის ჯერ ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს. რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში და როგორი იქნება პოსტპანდემიური სამყარო?

 

კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა ოფიციალურმა რაოდენობამ ამერიკაში 2 მილიონს გადააჭარბა და ისევ მატულობს, თუმცა ისე სწრაფად აღარ. გარდაცვლილთა რაოდენობა 116 ათასზე მეტია.

 

ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას გარკვეულწილად, ტესტირების ინტენსივობასაც მიაწერენ. ამ კვირის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში, ტესტირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა: ერთ დღეში ანალიზი ნახევარ მილიონზე მეტმა აადმიანმა აიღო. აქედან დადებითი პასუხი საშუალოდ 4-დან 7 პროცენტამდე ამერიკელს მიუვიდა.

 

მონაცემები ჯერჯერობით უმჯობესდება ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, პენსილვანიის შტატებში. თუმცა, ინფიცირების მაჩვენებლები ახლა სამხრეთ-დასავლეთით მდებარე შტატების მიმართულებით უარესდება: არიზონა, იუტა, ნიუ-მექსიკო... სტაბილური კლების შემდეგ, ინფიცირების მონაცემები ისევ აღმავლობის გზაზეა კალიფორნიის და ფლორიდის შტატებში, რასაც სპეციალისტები კარანტინის შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირებენ.

 

„ვფიქრობ, ცოტა ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ მთელი ამერიკის ერთგანზომილებიან კატეგორიებში მოქცევას. ეს ძალიან დიდი ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა შტატებს, რეგიონებს, ქალაქებს, სოფლებს და საგრაფოებს ინფიცირების განსხვავებული მონაცემები აქვს. ისეთ ადგილზე თუ ცხოვრობთ, სადაც ნაკლები ინფიცირებაა, შეგიძლია სახლიდან გახვიდე... თუ აქტიური ინფიცირების კერაში ცხოვრობ, ეს არ იქნება გონივრული... ზოგან არაუშავს სკოლების გახსნას. თუმცა, არის რეგიონები, სადაც არ უნდა გაიხსნას “ - ამბობს ექიმი ფაუჩი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მონაცემების ზრდას 25 მაისს, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციებიც შეუწყობს ხელს. აქციების ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ დემონსტრანტებს, თუ სამართალდამცველებს ზოგჯერ ნიღბებიც კი არ უკეთიათ, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ შორის სოციალური დისტანცირების არარსებობაზე.


 

ექიმ ფაუჩის თქმით, მას არაერთხელ უთქვამს, რომ მასობრივი თავშეყრა პანდემიის დროს ბევრ რისკს შეიცავს: „იმის მიუხედავად, რომ შეიძლება გქონდეს დემონსტრაციაზე გასვლის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების მიზეზი, ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის იყო ის, რომ საჯარო თავშეყრა რისკია, უნიღბოდ ჯგუფური თავშეყრა, კიდევ უფრო დიდი რისკი... განსაკუთრებით იქ, სადაც ლოზუნგებს გაჰყვირიან. ჩვენ სიტუაციას ვაკვირდებით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეროვნული გვარდიის წევრები იყვნენ ინფიცირებულები, რაც სხვების ინფიცირების ალბათობას ზრდის“.

 

ნიღბების გამოყენებაზე რეკომენდაცია რამდენჯერმე შეიცვალა, ზოგჯერ ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავი იყო კიდეც. საინტერესოა, დღეს რა აზრზე შეჯერდნენ ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები?

 

"შეიძლება ითქვას, რომ ნიღბის ტარება ყოველთვის აჯობებს მის არტარებას. მან შეიძლება 100 პროცენტით არ დაგვიცვას, მაგრამ გარკვეული ხარისხით, თქვენც გიცავთ და სხვებსაც - თქვენგან... ჩვეულებრივ ნაჭერსაც არაუშავს, ქირურგიული ნიღბებიც კარგია. არ არის N-95 ნიღბების გამოყენების საჭიროება. ჩვენ ისინი ჯანდაცვის სფეროს მოსამსახურე პერსონალს უნდა დავუზოგოთ, რადგან ისინი მუდმივი რისკის ქვეშ იმყოფებიან" - ამბობს ექიმი.

 

მაშინ, როცა ჩვენს ირგვლივ თანდათან იხსნება ბიზნესები, სამთავრობო დაწესებულებები, ქალაქები და უკვე ქვეყნებიც კი, მსოფლიოს დიდი ნაწილი განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს ახალი კორონავირუსის პირველ ვაქცინებზე. ენტონი ფაუჩის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ მხოლოდ კანდიდატ ვაქცინებზეა საუბარი. თუმცა, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი ისევ იმეორებს, რომ მათ გამოჩენას „ფრთხილი ოპტიმიზმით“ უყურებს.

 

„ოპტიმიზმის მიზეზს ის მაძლევს, რომ ადრეული კლინიკური გამოცდა სასურველ შედეგს აჩვენებს... ის ექსპერიმენტულ ფაზაში [ინფიცირებისგან] იცავს ცხოველებს და პიველ ფაზაში - ადამიანებსაც... თუმცა, სრული გარანტია, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, ვერასდროს გვექნება... ფრთხილი ოპტიმიზმით შეიძლება ითქვას, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ - აღნიშნავს ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი და ამბობს, რომ თითოეული კანდიდატი ვაქცინის მწარმოებელი აპირებს გამოუშვას 200-300 მილიონი დოზა. შემდეგ კი, დროთა განმავლობაში მათი სამიზნე მილიარდამდე დოზის წარმოებაა.

 

მაგრამ, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი, თუნდაც ბაზარზე რამდენიმე უსაფრთხო ვაქცინა ერთდროულად გამოჩნდეს, ვაქცინოლოგების აზრით, ჯერჯერობით მაინც ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამდენ ხანს გასტანს ამ ვაქცინების მოქმედება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ.

 

„ჩემი ღრმა რწმენით, ამ საშინელი პანდემიის გამოცდილებით ვისწავლეთ ის, რომ რესპირატორული ინფექციები იოლად ვრცელდება. შიში ჩვენთან დარჩება. შეიძლება ამას რამდენიმე წელი დასჭირდეს, მაგრამ თანდათან ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებით... ასე რომ ჯერ სიფრთხილე გვმართებს. გახსნის მიუხედავად, გარეთ ინფექციის ისეთი დონეა, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ“ - ამბობს ექიმი ფაუჩი.

 

შესაბამისად, ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი ფიქრობს, რომ ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციების დაცვა და საჯარო ადგილებისთვის თავის არიდება, კიდევ დიდხანს მოგვიწევს, შეიძლება წლებიც კი.


„ამერიკის ხმა“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up