ენტონი ფაუჩი შტატების გახსნაზე: ახლა ბედის ცდუნების დრო არ არის

ენტონი ფაუჩი შტატების გახსნაზე: ახლა ბედის ცდუნების დრო არ არის

access_time2020-05-21 23:50:39

ენტონი ფაუჩის განცხადებით, იმ შტატებმა, რომლებიც გახსნის პროცესს იწყებენ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

 

აღსანიშნავია, რომ ენტონი ფაუჩიმ ინსტაგრამზე ინტერვიუ მსახიობ ჯულია რობერტს მისცა. ჯულია რობერტსმა მას ჰკითხა, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამერიკელებმა ახლა უნდა იცოდნენ.

 

„როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ჩართული ადამიანი, როგორც მეცნიერი და ექიმი, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია ის არის, რომ სამეცნიერო და სამედიცინო მოსაზრება გავუზიარო საზოგადოებას, რომელიც უბრალოდ მოსაზრება არ არის და სამეცნიერო მტკიცებულებას ეფუძნება. სამეცნიერო მტკიცებულება კი მკაფიოდ ცხადყოფს, რომ სოციალურმა დისტანცირებამ იმუშავა, თუმცა სრულად არა, თუ მრუდეს დააკავირდებით, რომელიც მნიშვნელოვნად არ მცირდება. ახლა ბედის ცდუნების დრო არ არის. უკუსვლა დაუშვებელია“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

 

12 მაისს, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ შტატების ნაადრევ გახსნას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.


 

ენტონი ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაჩენას გამოიწვევს.

 

„ის, თუ როგორ შეგვიძლია შემთხვევების იდენტიფიცირება, იზოლირება, კონტაქტების გამოვლენა, განსაზღვრავს იმას, თუ რა გზით უნდა წავიდეთ ამერიკის გახსნასთან დაკავშირებით. თუ რომელიმე ქალაქი ან შტატი გახსნას შეუდგება ისე, რომ ეფექტური რეაგირების შესაძლებლობა არ ექნება, მაშინ შემთხვევების ზრდას ვიხილავთ, რაც შესაძლოა აფეთქებაში გადაიზარდოს“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1.59 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 94 276 ადამიანი კი გარდაიცვალა.


imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up