აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, სკოლები ღია უნდა იყოს.
ენტონი ფაუჩის თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მიმართ ყურადღების გამოჩენა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ბავშვების სკოლებში ყოფნა.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვები და მასწავლებლები დავიცვათ, რადგან ამით ირიბად სხვა ადამიანებსაც ვიცავთ. თუმცა, მივიჩნევ, რომ სკოლები ღია უნდა იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, - განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 11 715 316 შემთხვევა გამოვლინდა, 252 535 ადამიანი კი გარდაიცვალა.
imedinews.ge