კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, წლის ბოლომდე იყოს მზად. ამის შესახებ ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩმა სი-ენ-ენის“ ეთერში განაცხადა.
„იანვარში ვამბობდი, რომ ვაქცინის შექმნას წელიწადნახევარი დასჭირდებოდა. ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ კარგი შანსები გვაქვს საიმისოდ, რომ ყველაფერი თუ კარგად იქნება, შეგვიძლია გამოყენებისთვის ვაქცინა მზად წლის ბოლოსთვის, ნოემბერ-დეკემბრისთვის იყოს“, – განაცხადა ფაუჩიმ.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“