აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული კოვიდშემთხვევების მატების მიუხედავად, აშშ-ში ლოკდაუნი არ გამოცხადდება.
ენტონი ფაუჩის განმარტებით, სიტუაცია უფრო გაუარესდება, რადგან „დელტა“ ვარიანტი შემთხვევების ზრდას იწვევს, უმეტესად არავაქცინირებულ პირებს შორის.
„ამერიკელების საკმარისი პროცენტი ახლა აცრილია, რათა ლოკდაუნი არ გამოცხადდეს“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
ბოლო 10 დღის განმავლობაში, აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.
ბოლო მონაცემებით, ამერიკელთა დაახლოებით 58%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო.
imedinews.ge