არ გამიკვირდება თუ აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 100 000-ს გადააჭარბებს, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკელების დიდი ნაწილი სოციალურ დისტანციას არ იცავს და ნიღბებს არ ატარებს, რის გამოც სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს.
ფაუჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი განსაკუთრებით სწრაფად 4 შტატში-ფლორიდაში, არიზონაში, ტეხასსა და კალიფორნიაში ვრცელდება.
„საჭიროა ერთობლივი მოქმედება. მაშინ, როდესაც ერთ შტატში სიტუაცია სტაბილურია და მოსახლეობა წესებს იცავს, თუ მისმა მეზობელმა შტატებმაც არ დაიცვეს აუცილებელი ნორმები, მაშინ ვირუსი მარტივად შეძლებს გავრცელებას ყველა მიმართულებით. ჩვენ მთავარი ყურადღება ამ 4 შტატის მიმართ არ უნდა მივაპყროთ, რადგან ამჟამად რისკის ქვეშ მთელი ქვეყანა დგას,“ - განაცხადა ფაუჩიმ.
ipn.ge