ენტონი ბლინკენი - ჩვენ არ წავახალისებთ დემოკრატიას სამხედრო ინტერვენციებით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით, ეს ტაქტიკები წარსულში ვცადეთ და არ იმუშავა

ენტონი ბლინკენი - ჩვენ არ წავახალისებთ დემოკრატიას სამხედრო ინტერვენციებით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით, ეს ტაქტიკები წარსულში ვცადეთ და არ იმუშავა

access_time2021-03-04 13:50:00

ჩვენ არ წავახალისებთ დემოკრატიას ძვირიანი სამხედრო ინტერვენციებით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საგარეო პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა. სახელმწიფო მდივანმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა.


მისი თქმით, აშშ განაახლებს დემოკრატიას, რადგან ის საფრთხის ქვეშ არის.


„ჩვენ საკუთარ მაგალითს გამოვიყენებთ. წავახალისებთ სხვებს, გაატარონ მნიშვნელოვანი რეფორმები, გააუქმონ ცუდი კანონები, ებრძოლონ კორუფციას და შეწყვიტონ უკანონო პრაქტიკები. ჩვენ სტიმულს მივცემთ დემოკრატიულ ქცევას. თუმცა, ჩვენ არ წავახალისებთ დემოკრატიას ძვირიანი სამხედრო ინტერვენციებით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით. ჩვენ ეს ტაქტიკები წარსულში ვცადეთ. როგორი კეთილი ზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, ამან არ იმუშავა“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.


მისი თქმით, ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყნები უფრო სტაბილურია, ღია და უკეთესი პარტნიორები არიან აშშ-სთვის.



„ასეთი ქვეყნები მეტად არიან ერთგული ადამიანის უფლებების მიმართ და ნაკლებად მიდრეკილი კონფლიქტისკენ. როდესაც დემოკრატია სუსტია, მთავრობებს არ შეუძლიათ საკუთარი მოქალაქეების უზრუნველყოფა ან ქვეყანა იმდენად პოლარიზებული ხდება, რომ რთულია რაიმეს გაკეთება, რადგან ისინი უფრო მოწყვლადები ხდებიან ექსტრემისტული მოძრაობების მიმართ შიგნიდან და გარე ჩარევის წინაშე. ისინი ნაკლებად სანდო პარტნიორები ხდებიან აშშ-ისთვის. ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში არ არის“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.




1tv.ge








„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up