აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტი ევროპის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ნატოს შტაბბინაში იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს. ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული გაზსადენი ცუდი გარიგებაა. იგი ცუდია ევროპისთვის, ცუდია შეერთებული შტატებისთვის, საბოლოო ჯამში ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის უსაფრთხოების მიზნებს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტმა, შესაძლოა, უკრაინის, პოლონეთისა და სხვა ახლო პარტნიორების ინტერესები შელახოს.
imedinews.ge