„ენკა“ ნამახვანჰესს აღარ ააშენებს. მიზეზი – პირობების შეუსრულებლობა და ფორსმაჟორი

„ენკა“ ნამახვანჰესს აღარ ააშენებს. მიზეზი – პირობების შეუსრულებლობა და ფორსმაჟორი

access_time2021-09-22 16:20:55

საერთაშორისო კომპანია „ენკამ“ ნამახვანჰესის მშენებლობაზე საბოლოო უარი განაცხადა და თავის ამ გადაწყვეტილებას პირობების შეუსრულებლობითა და ფორსმაჟორით განმარტავს.


ENKA İNŞAAT აცხადებს, რომ მისმა შვილობილმა კომპანიამ, Enka Renewables-მა გადაწყვიტა, შეწყვიტოს სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოსთან, ნამახვანის კასკადის პროექტის შემუშავების, მშენებლობის, საკუთრებისა და ექსპლუატაციის შესახებ. საქართველოს 2019 წლის 25 აპრილის კონტრაქტის ხანგრძლივად დარღვევის და ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


„რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი, რომელმაც ჰესის წინააღმდეგ არაერთი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გამართა, კმაყოფილებას არ მალავს „ენკას“ გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობა წყდება და ქვეყანასთან ხელშეკრულება უქმდება. რადიო "თავისუფლებასთან" საუბრის დროს გოლეთიანი ამბობს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არ აწყობს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პროექტით პირადი სარგებლის მიღებაზე ფიქრობდნენ.



ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებაში გოლეთიანის რიონის მცველები თვეების განმავლობაში აფერხებდნენ. ხშირი იყო პოლიციასთან პროტესტანტების დაპირისპირებაც. 


ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვა 2015 წელს გაიცა, რომლის გაუქმებასაც პროტესტანტები ითხოვდნენ.


საქართველოს მთავრობამ, მათ შორის ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ არაერთი შეხვედრა გამართა პროტესტანტებთან, თუმცა, შედეგი ამ კომუნიკაციამ არ გამოიღო.


ნამახვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს – ტვიში-ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით, რომლის სიმაღლე 60 მეტრი იქნება და ნამახვანი-ჟონეთის ჰესი – 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით, რომელიც 111 მეტრი იქნება. საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი. წლიური გამომუშავება 1500 გგვტ.სთ, რაც კომპანია “ენკას” გათვლით, წლიური მოხმარების 12 პროცენტს მიაღწევდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up