ენგურჰესზე ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა წლის ბოლოს დაიწყება - ჰესი შესაძლოა, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანონ

ენგურჰესზე ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა წლის ბოლოს დაიწყება - ჰესი შესაძლოა, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანონ

access_time2017-03-09 12:00:00

ენგურჰესის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა წლის ბოლოდან დაიწყება. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ანთიძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, კონცეფციის წარმოდგენის შემდეგ დაიწყო ტექნიკურ დავალებაზე მუშაობა, რომლის დასრულებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება და მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გამოცხადდება კონკურსი პროექტის შექმნისთვის. ანთიძის ინფორმაციითვე, წლის ბოლოს უნდა გვქონდეს სრულფასოვანი პროექტი, რაც ყველა სეგმენტს ითვალისწინებს – ტურისტულ ცენტრს, საბაგიროს, ლიფტს სხვა გასართობ ატრაქციებს.

 


„ტექნიკურ დავალებაზე სააგენტო მუშაობს აქტიურად და შემდეგ გამოცხადდება კონკურსი გამოვლინდება კომპანია, რომელიც იმუშავებს პროექტზე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით. რაც ჩვენ წარმოვადგინეთ, ეს იყო კონცეფცია. ახლახანს დავასრულე ვიზიტი ესტონეთში, ამ ქვეყანას ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების დიდი გამოცდილება აქვს და კონცეფციაზე მუშაობაც სწორედ ესტონური კომპანია „კოკო არქიტექტის" მეშვეობით მოხდა, რომლის შერჩევაში საქართველოს საელჩოი ესტონეთში და ესტონეთის კულტურის სამინისტრო დაგვეხმარა. ჩვენი მოთხოვნა სამომავლოდ ასევე იქნება, რომ საბოლოო პროექტში ეს კომპანიაც იყოს ჩართული" აცხადებს ანთიძე


საინვესტიციო ღირებულება ჯერ დათვლილი არ არის და ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, პროექტი იქნება საბოლოო ბიუჯეტის განმსაზღვრელიც, თავად პროექტირებისთვის კი 750 ათასი ევროა განსაზღვრული.

 

 


ანთიძის განცხადებითვე, პროექტი გრძელვადიანია და დაახლოებით 5 წელიწადში მივიღეთ მას დასრულებული სახით, რომელიც ყველა სეგმენტს მოიცავს. ირკვევა, რომ ამ ეტაპზე სამთავრობო უწყებებს შორის მიდის მოლაპარაკებები, რომ პროექტის დაფინანსებაში კერძო ინვესტიციებიც ჩაერთოს.


 

 


„ მსგავსი მასშტაბის პროექტი საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა. ეს არის მომავალზე გათვლილი პროექტი, საერთშორისო ექსპერტების დასკვნით, ეს პროექტი გახდება ქვეყნის ტურისტული მექა. მსგავსი ტურისტული ატრაქციები არაა ბევრ ქვეყანაში,  თუმცა იქ, სადაც არის დიდი პოპულარობით სარგებლობს. არცერთ ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძელგზე ამდენი სახეობის ატრაქცია არ არის. პროექტის მაღალი სტანდარტებით განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას, დავიწყოთ მუშაობა ინდუსტრიული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესაყვანად.  –„აცხადებს ანთიძე

 

 


კონცეფციის მიხედვით ენგურჰესის კაშხლის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. განვითარების კონცეფცია, ასევე განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის. შემუშავდება ტურისტული მარშრუტები ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე. სტრატეგიული გეგმა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის, არამედ რეგიონის ინფრასტუქტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა.

 

 

 

ავტორი: სალომე სოსელია



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up