ენგურჰესზე სამი მუზეუმი მოეწყობა

ენგურჰესზე სამი მუზეუმი მოეწყობა

access_time2022-11-10 21:00:00

ბოლო ექვს თვეში ენგურის კაშხალს 35 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა. როგორც bm.ge-შპს „ენგური ატრაქციის“ დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა, ინტერესს იჩენენ როგორც საქართველოს, ისე - სხვა ქვეყნების მოქალაქეები.


მისივე თქმით, კაშხალს ტურისტული მიზნით სტუმრობდნენ როგორც რუსები, ასევე უკრაინელები და ვიზიტორები ისრაელიდან და ევროპიდან.


„აქამდეც დადიოდნენ ვიზიტორები, თუმცა მოთხოვნა, ძირითადად, მაისიდან გაიზარდა. მაისის დასაწყისიდან ნოემბრის დასაწყისის ჩათვლით, 35 ათასამდე ვიზიტორი გვსტუმრობდა. ფასებს რაც შეეხება, ჯერჯერობით, არ შეგვიცვლია: ფეხით მოსიარულეებისთვის - 2 ლარი, მოკლე ტური - 10 ლარი, გრძელი ტური - 20 ლარი, თუმცა მოგვიწევს ფასების გადახედვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება. მაგალითად, დაგეგმილია, რომ გრძელ ტურზე გაკეთდეს მღვიმე. ამის შემდეგ, ფასები სავარაუდოდ, შეიცვლება, მაგრამ ადეკვატურად. ფასის მატება, შესაძლოა, შეეხოს მოკლე ტურსაც მუზეუმებში შესვლისთვის“, - განაცხადა ანთიძემ.


მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი უკვე მომზადდა და ნაწილის მომზადება მიმდინარეობს, რაც ეხება მუზეუმებს, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციითვე, ენგურჰესის გვირაბში სამი მუზეუმის მოწყობა იგეგმება. „ხარჯებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, ახლა მიმდინარეობს პროექტების ჩამოყალიბება. სამი მუზეუმი იქნება, მათგან ერთში ფილმის ჩვენება გაიმართება, მეორე ენერგიის წარმოქმნის დაკვირვებას უზრუნველყოფს, ხოლო მესამეს მეშვეობით ვირტუალური ტური ჩატარდება ენგურჰესის იმ ნაწილში, საბერიოში, რომელიც აფხაზეთის რეგიონში მდებარეობს“, - აღნიშნა ანთიძემ.



კიდევ ერთი სიახლე, რაზეც ანთიძემ bm.ge-სთან ისაუბრა, მენეჯმენტში ცვლილებებია. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომლის შემდეგაც შპს „ენგური ატრაქცია“ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დაქვემდებარებაში აღარ იქნება და თავად შპს „ენგურჰესის“ დაქვემდებარებაში გადავა.


„ცვლილება კარგია, რადგან ბიუროკრატიულ პროცედურებსაც გაგვიმარტივებს და ალბათ ლოგიკურიც არის, რადგან „ატრაქცია“ ენგურჰესზე მდებარეობს. გეგმების ბოლომდე მიყვანაშიც ფინანსურად სწორედ „ენგურჰესი“ დაგვეხმარება“, - აღნიშნა ანთიძემ.


bm.ge



თეგები:
მუზეუმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up