ენგურჰესის ტურისტული კომპლექსის ახალი დეტალები (+ფოტო)

ენგურჰესის ტურისტული კომპლექსის ახალი დეტალები (+ფოტო)

access_time2018-08-07 20:00:17

ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროექტის სოციო-ეკონომიკურ კვლევაზე შპს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ მიერ ახლო მომავალში გამოსაცხადებელ ტენდერში პოლონური დეველოპერული კომპანია „PFI future“-იც მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პოლონური საინვესტიციო ჯგუფი პროექტში ფინანსური თანამონაწილეობის მიღების ალბათობასაც არ გამორიცხავს.






ეკონომიკური აქტივობის წინასწარი განზრახულობის შესახებ კომპანიის დირექტორატის წარმომადგენლობითმა ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან და შპს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრებთან ერთად ენგურის ტურისტული ზონის განვითარების პერსპექტივებს განიხილავდნენ.






პოლონეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ხელშეწყობის საფუძველზე „PFI future“ -ის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განვითარების მენეჯერი საქართველოში სწორედ ენგურჰესის ტურისტული ზონის ახლადშემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობის მიზნით იმყოფებიან. სოციო-ეკონომიკური კვლევა მასშტაბური პროექტის სხვადასხვა მიმართულების ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხებს განსაზღვრავს.






ტურისტულ საიტზე ფიზიკური სამუშაოების დაწყებამდე, მიმდინარე თვეს გამოცხადებული ტენდერის შედეგად განისაზღვრება პროექტის ეკონომიკური ამონაგებისა და მომგებიანობის, ტურისტული დატვირთვის ინტენსივობის, თანმდევი სოციალური ასპექტებისა და რეგიონალური ეკონომიკური განვითარების პროცესზე ზემოქმედების კონკრეტული მაჩვენებლები.






პარალელურად, ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექსმა“ უკვე დაასრულა ენგურის ტურისტული ცენტრის დეტალური პროექტის მომზადების ეტაპი, რაც თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ აღმოჩენათა ცენტრის, გადასახედი მოედნების, 180 მეტრი სიმაღლის ლიფტის, სანაოსნო ინფრასტრუქტურისა და ექსტრემალური კომპონენტების შემცველი რამდენიმე ატრაქციის ინფრასტრუქტურულ მოწყობას ითვალისწინებდა.





პროექტის საფუძველზე უკვე განისაზღვრა ენგურჰესის კაშხლის ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქციის საბოლოო ვარიანტიც, რომლითაც მის ინტერიერში ჰიდროტექნიკური ნაგებობის ადმინისტრაცია და შემეცნებით-გასართობი ატრაქციები განთავსდება. პროექტირების ეტაპის ფარგლებში განისაზღვრა ტურისტული მარშრუტების საბოლოო მოდელებიც, სადაც კონცეფციის დონეზე შემუშავებულ ვარიანტებს ახალი მიმართულებების სახით ენრგურჰესის თაღოვანი კაშხლის მისაყრდნობ ფარში არსებული კომუნიკაციებიც დაემატა. „კოკო არქიტექსის“ ესტონელი სპეციალისტების მიერვე შემუშავდა მარშრუტების განვითარების შინაარსობრივი მხარეებიც, რაც მათ თემატური ინსტალაციებით მოწყობას მოიცავს.




არსებული ეკონომიკური გაანგარიშებებით, ენგურის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება, რომელიც წელიწადში სავარაუდოდ 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება.












მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“
access_time2019-12-13 17:30:57
მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ. სექტორში კანონმდებლობის დახვეწის საჭიროების საკითხიც ნათელია. პარალელურად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წარმომადგენლებს თვითკმარი სოფლის მეურნეობის შექმნის და...

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად და დაზოგე გონივრულად

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად  და  დაზოგე გონივრულად
access_time2019-12-13 16:30:34
ახალი წელი hotsel.ge-ზე ! ახალ წელს ისე არაფერი უხდება, როგორც სადღესასწაულო ფუსფუსი, ნობათისა თუ საჩუქრების შეძენა, განსაკუთრებით გვახარებს საჩუქრების შერჩევისა და საახალწლო დეკორაციების შეძენა, რომ ჩვენი სახლი და ნაძვის...

კინოთეატრ „აპოლოს” რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა

კინოთეატრ „აპოლოს”  რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა
access_time2019-12-13 15:30:31
 კინოთეატრ „აპოლოს“ ფასადი რამდენიმე დღის წინ  ჩამოინგრა,  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაშია  ისტორიული შენობა-ნაგებობა და  გიორგი გეგელიას დაუკავშირდა, რომელიც  კინოთეატრ  „აპოლოს“ 100%-იანი წილის  მფლობელია და კომპანია „კონფიდენს გრუპის“ ხელმძღვანელია.  როგორც გეგელია  აღნიშნავს,  შენობის ფასადი  სიცოცხლისთვის საშიში არ არის, რადგან  დაზიანებული ფასადის დემონტაჟი...


მსგავსი სიახლეები

up