ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ცენტრის მოსაწყობასდ 50 მილიონი ლარი იხარჯება

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ცენტრის მოსაწყობასდ 50 მილიონი ლარი იხარჯება

access_time2021-09-26 11:00:06

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) ხელმძღვანელის გიორგი ჩიქოვანის ინფორმაციით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტი ვიზიტორებს ოქტომბრის ბოლოდან მიიღებს. მისი განმარტებით, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ კაშხალი და ისეთი ადგილები, რომლებიც ტურისტებისთვის ადრე ხელმისაწვდომი არ იყო.

დაგეგმილია ამ ატრაქციისთვის ახალი მარშრუტის განვითარება, ასევე ახალი ბანერების, ეკრანის ინსტალაცია მოხდება, სადაც ენგურის სტრუქტურისა და ელექტროსადგურის შესახებ შემეცნებითი კლიპი გავა. შემდეგი წლისთვის დაგეგმილია უკვე ტურისტულ ცენტრზე მუშაობა. ვთანამშრომლობთ დონორ ორგანიზაციებთან, ბანკებთან და ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატში მოხდეს ტურისტული ცენტრის განვითარება, – ამბობს გიორგი ჩიქოვანი და იმედოვნებს, რომ ამ ტურისტული ცენტრის შინაარსით და ბიზნეს მოდელით კერძო სექტორი დაინტერესდება


რამდენიმე ობიექტი უნდა განთავსდეს აქ, როგორიც არის ზიპლაინი, რომელიც იქნება დაახლოებით ერთი კილომეტრი და 200 მეტრის სიგრძის, ასევე - შემეცნებითი ცენტრი, 270-მეტრიანი პანორამული ლიფტი - ეს ყველაფერი საკმაოდ რთული ნაგებობებია და რამდენიმე წელი დასჭირდება დასასრულებლად. პირველი ნაბიჯები წელსვე გადაიდგმება და დარწმუნებული ვარ, შემდეგ წელს ზიპლაინი უკვე დაინსტალირებული იქნება, – აღნიშნა GEDF–ს ხელმძღვანელმა.


ცნობისთვის, "ენგურჰესის" კაშხლის ტურისტული ცენტრის სრული პროექტის დიზაინზე ესტონური კომპანია Coco Architecture მუშაობდა, ასევე GEDF–ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ამერიკულ Hoover Dam-თან (კაშხალი აშშ–ში, მდინარე კოლორადოზე, არიზონასა და ნევადის შტატების საზღვარზე), რომლის ანალოგიური ტურისტული ატრაქცია ენგურის კაშხლის მიმდებარედ უნდა განთავსდეს. რაც შეეხება ენგურის ტურისტული ცენტრის ბიუჯეტს, ამ პროექტის სოციალურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ მოამზადა და მის ღირებულებად დაახლოებით 50 მლნ ლარი განისაზღვრა.



წყარო: Bm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up