ენგურჰესის დირექტორი - თებერვალ-მარტში აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით დიდ დეფიციტს უნდა ველოდოთ

ენგურჰესის დირექტორი - თებერვალ-მარტში აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით დიდ დეფიციტს უნდა ველოდოთ

access_time2019-12-30 15:15:48

იანვრის 20 რიცხვისთვის ვგეგმავთ შეხვედრას აფხაზურ მხარესთან და დაწვრილებით ვისაუბრებთ აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხზე. თებერვალ-მარტში დიდ დეფიციტს უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ენგურჰესის დირექტორმა, ლევან მებონიამ განუცხადა.


კითხვაზე, არის თუ არა პრობლემა ზამთრის განმავლობაში აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით, მებონია აცხადებს, რომ დეფიციტი არის, ვინაიდან რესურსი საკმაოდ შეზღუდულია.



მცირეწყლიანი წელი იყო. მშრალი შემოდგომა, ახლა თოვლიც ნაკლებია. ჯერჯერობით აფხაზეთის მომარაგება ჩვეულებრივად ხდება, შიგა და შიგ არის მცირე, ავარიული გამორთვები. თებერვალ-მარტში დიდ დეფიციტს უნდა ველოდოთ,“ - განაცხადა ენგურჰესის დირექტორმა ინტერპრესნიუსთან საუბრისას.


ipn.ge


თეგები:
ენგურჰესი



ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები

ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები
access_time2020-10-31 23:55:11
ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ტელეკომპანია “ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის განახლებული მონაცემებით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო შედეგი ასეთია: “ქართული ოცნება“ – 46.0%; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ – 28.0%; “ევროპული საქართველო“ – 5.0%; “ლელო“ – 3.0%;...

არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო - ცესკო

არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო - ცესკო
access_time2020-10-31 22:10:40
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო გარკვეულ უბნებზე რიგში მყოფ ამომრჩევლებს კანონმდებლობის მიხედვით, მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და გამოეხატათ საკუთარი კონსტიტუციური ნება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, 311-ვე...

ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა

ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა
access_time2020-10-31 20:15:29
ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 18:00 საათის მონაცემებით, Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:„ქართული ოცნება“-55.0%; „ნაციონალური მოძრაობა“- 23.0%,...

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა
access_time2020-10-31 20:00:04
საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. ახლა ხმის დათვლის პროცედურები იწყება. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მოაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება. დღეს საქართველოს ამომრჩეველი მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული...

პირველი არხის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა

პირველი არხის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა
access_time2020-10-31 18:41:27
პირველადი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.   მათივე განცხადებით, სავარაუდოდ, კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა.


მსგავსი სიახლეები

up