ენგურჰესი სწრაფად იცლება, თებერვლის ბოლოს აფხაზეთი ჩაბნელდება

ენგურჰესი სწრაფად იცლება, თებერვლის ბოლოს აფხაზეთი ჩაბნელდება

access_time2020-01-07 15:00:05

ძვირად ნაყიდი ელექტროენერგიის განაწილება სეპარატისტებისათვის საქართველოს, სავარაუდოდ, ისევ მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ მცირენალექიანი წელი იყო და დიდი ოდენობით დენის შესყიდვა რუსეთისგან გვიწევს, აფხაზეთს ენგურიდან გამომუშავებულ ელექტროენერგიას შეუზღუდავად კვლავიდებურად ვაწვდით. სწორედ ამის შესაცვლელად მოხდება 20 იანვრიდან საქართველოს და სეპარატისტებს შორის მოლაპარაკება.


ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია ადასტურებს, რომ 3 კვირაში იგეგმება შეხვედრა აფხაზურ მხარესთან. საუბარი შეეხება აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხს, რამდენადაც თებერვალ-მარტში მოსალოდნელია დიდი დეფიციტი. "რესურსი საკმაოდ შეზღუდულია. მცირეწყლიანი წელი იყო - მშრალი შემოდგომა, ახლა თოვლიც ნაკლებია. ჯერჯერობით აფხაზეთის მომარაგება ჩვეულებრივად ხდება, შიგადაშიგ არის მცირე, ავარიული გამორთვები. თებერვალ-მარტში დიდ დეფიციტს უნდა ველოდოთ,“ - განაცხადა ენგურჰესის დირექტორმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.


1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. საქართველოსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს შორის კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს. თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო, საქართველოს კონტროლიებად ტერიტორიას ზამთარში არათუ 60%, არამედ საერთოდ არ რჩება დენი.


ბოლო პერიოდში კი "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესის" გამომუშავებული ენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს და აღარც ჰყოფნის. გამოდის, რომ რეალურად ენგურჰესს საქართველოს ენერგოსისტემა ვერ იყენებს, ყოველ შემთხვევაში, ასეა წლის დასაწყისიდან. შარშან პირველ 4 თვეში აფხაზეთმა მოიხმარა 773 მლნ კვტ/სთ ელეტროენერგია, ხოლო წელს, ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 863 კვტ/სთ-ს გადააჭარბა (იანვარ-აპრილში ენგურისა და ვარდნილჰესის ჯამურმა გამომუშავებამ 673 კვტ/სთ შეადგინა). ფაქტია, რომ აფხაზი სეპარატისტები აზარალებენ საქართველოს ენერგოსისტემას, რის გამოც სახეზეა გაზრდილი იმპორტი.


ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა აცხადებს, რომ აფხაზეთი, არის საქართველოს ნაწილი და უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში, მათ შორის ენერგეტიკულად.



"ჩვენი ხელისუფლება ყიდულობს და ისე აწვდის ელექტრო ენერგიას აფხაზეთს და ამის ცვლილების არც საფრხე არსებობს, არც შანსი და არც კონფლიქტური სიტუაციის შექმნის საშიშროება. რაც ბატონმა მებონიამ აღნიშნა, არის სიმართლე იმიტომ, რომ მცირეწყლიანი პერიოდი გვქონდა და ჰესის დამუშავება იმაზე დიდი სისწრაფით მოხდა, ვიდრე უნდა მომხდარიყო.


მცირე ჰესები ზამთარში სათანადო გამომუშავებას ვერ იძლევიან, მათი პროდუქტიულობის პიკი ზაფხულშია, როცა ისედაც წყალუხვი პეიროდი და შედარებით მცირე მოხმარებაა. ასე რომ, საქმე გავქვს სისტემურ პრობლემებთან. აქ ჩვენ არ უნდა დავინახოთ პიროვნული როლი ან მხოლოდ ის, რომ სეპარატისტებს შევუქმნათ პრობლემა.


არასწრია მიდგომა, რომ ენგურ ჰესი მუშაობს აფხაზეთისთვის, სინამდვილეში ენგური მუშაობს საქართველოსათვის და აფხაზეთიც საქართველოს ნაწილია. ამის დაკმაყოფილებაზე იყო თავიდანვე გათვლილი”, - ამბობს "რეზონანსთან" ჭითანავა.


ესკო-ს მონაცემით, "ენგურჰესის" გამომუშავება მკვეთრად არის შემცირებული. მარტში ენგურჰესმა გამოიმუშავა 97 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, როცა 2016 წლის მარტში ამ მაჩვენებელმა 155 მლნ კვტ/სთ შეადგინა. რაც შეეხება თებერვლის მონაცემს, მხოლოდ 80 მლნ კვტ/სთ-ით გენერირება მოხერხდა, როცა შარშან ანალოგიურ პერიოდში ის 140 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა.


ენერგეტიკოსი გია არაბიძე კი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების მთავარი თემა, უნდა იყოს 2021 წლის შედეგ როგორ მოხდება გამოუშავებული ენერგიის გადანაწილება.


"ჩვენი მხრიდან მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს ზამთრის პრიოდში. მოხდეს სწორი გადანაწილება. ენგურის მთლიანი გამოუშავება ახლა მიდის აფხაზეთში. ჩვენ, თუ მივაღწევთ იმას, რომ დროის ნებისმიერ პერიოდში გაყოფაც იყოს 40/60-ზე ეს იქნება ძალიან მომგებიანი. წლიურ ჭრილში დღეს 50/50ზე გვრჩება.


ამაზე უფრო რთული მეჩვენება იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც დადგება 2021 წელს. დაახლოებით ერთ წელიწადში ენგური რეაბილიტაციისთვის გაჩერდება და როგორი თანაფარდობით მოგვიწევს გადანაწილება? ენგურმა თუ გამოიმუშავა რაიმე, ის უნდა გადანაწილდეს თანაბრად. დანარჩენი კი აფხაზეთმა იყიდოს რუსეთისგან. ესაა მოლაპარაკების მთავარი საგანი", - ამბობს არაბიძე.


გაზეთი „რეზონანსი“


თეგები:
ენგურჰესი



29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up