ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს

access_time2021-01-20 20:00:08

20 იანვარს  საქართველოში უმსხვილესი ენერგო ობიექტი, ენგურჰესი  გაჩერდა. ელექტროსადგურზე გეგმიური სამუშაოები ჩატარდება, რომელთა მიზანია სადერივაციო გვირაბის შეკეთება რის შემდეგაც სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის დანაკარგები მკვეთრად , წელიწადში 150 მლნ. კვტ.ს. - ით შემცირდება.

 

ენგურჰესი არის ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რომელსაც გამომუშავებული ენერგიის 40% ეკუთვნის. ამ გაყოფის მიზეზი ისაა, რომ ელექტროსადგურის მართვა როგორც თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ასევე დე ფაქტო აფხაზეთიდან ერთობლივად ხდება.

 

ენგურჰესის კონსტრუქციის თავისებურება სწორედ ესაა, არც აფხაზურ და არც ქართულ მხარეს მისი დამოუკიდებელი მართვა არ შეუძლია და რაიმე მნიშვნელოვანი უთანხმოების შემთხვევაში ობიექტი უბრალოდ გაჩერდება. ამიტომაც, ენგურჰესი არის ალბათ ერთადერთი საკითხი, რომელშიც თბილისი და სოხუმი მჭიდროდ თანამშრომლობენ.

 

ჰესის გაჩერებით საქართველო 400 მლნ. კვტ.ს. ელექტროენერგიას დაკარგავს, რაც ქვეყნისთვის კრიტიკული არაა, ის ენერგიის სხვა წყაროებსაც ფლობს. ოკუპირებული აფხაზეთისთვის კი ენგურჰესის გაჩერება ენერგოსისტემის სრულ გაჩერებას ნიშნავს, რომ არა რუსეთის დახმარება.

 

არ აღიარებული აფხაზეთი მთელი ეს პერიოდი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს.

 

სახელმწიფო ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგო“-ს პრეს-მდივანი ალხას გაგულია რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღების პროცესის დეტალებზე საუბრობს.


 

„ენგურჰესი დღეს 00.00. საათზე გაჩერდა. ამ დრომდე ჩვენ ელექტროენერგიას  როგორს ჰესიდან, ასევე რუსეთის ფედერაციიდან ვიღებდით. რუსული ენერგია დასავლეთ აფხაზეთში, ხოლო ენგურიდან აღმოსავლეთში, ძირითადად ოჩამჩირეში და გალში მიდიოდა. სადგურის გაჩერების შემდეგ ჩვენ მთლიანად რუსულ ელექტროენერგიაზე გადავედით. დასავლეთ აფხაზეთი ენერგიას მდინარე ფსოუს მიმართულებიდან, ხოლო აღმოსავლეთი, გადამცემ ხაზ„კავკასიონიდან“ მიიღებს“ - განაცხადა მან.

 

გაგულიას თქმით, ამ დროისთვის აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვები მხოლოდ გადამცემი ხაზების გადატვირთულობის შემთხვევაში გაგრძელდება და გეგმიური განრიგი არ იმოქმედებს.

 

„გეგმიური გათიშვები არაეფექტურია, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ის უბნები გაითიშოს, რომლებშიც გადატვირთულობა არ ფიქსირდება, ხოლო გადატვირთულებმა მუშაობა გააგრძელონ“ - ამბობს „ჩერნომორენერგო“-ს პრეს-მდივანი.

 

მისი თქმით, თავად გათიშვები ოკუპირებულ აფხაზეთში გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში, რადგანაც მიღებული ზომების მიუხედავად, ენერგომოხმარება არ აღიარებულ რესპუბლიკაში კვლავ ჭარბი რჩება.

 

„დატვირთვა ენერგოსისტემაზე ცივი ამინის გამო გაიზარდა. გარდა ამისა დაუძლეველ პრობლემად კრიპტოვალუტების მაინინგი რჩება. კრიპტოფერმების გათიშვა გარდამავალი წარმატებით მიმდინარეობს და ხშირ შემთხვევებში გათიშული ფერმები  გარკვეული დროის შემდეგ მუშაობას ისევ იწყებენ. ამიტომაც, ენერგოსისტემის გადატვირთულობის პრობლემის მოხსნა ვერ მოხერხდა. საშუალოდ გათიშვები 1-2 საათი გაგრძელდება. თუ 2 საათზე დიდხანს გაგრძელდა - ეს ნიშნავს, რომ ეს არა გეგმიური გათიშვაა, არამედ ავარია“ - თქვა ალხას გაგულიამ.

 

ენგურჰესის გენერალური დირექტორის ლევან მებონიას თქმით, სადგური ყოველ 5 წელს უნდა შეკეთდეს, ბოლო კი ფართომასშტაბიანი რემონტი 2006 წელს ჩატარდა.

 

„2018 წელს სადერივაციო გვირაბის დათვალიერების დროს გამოვლინდა მონაკვეთები, სადაც აუცილებელია სასწრაფო შეკეთება. გვირაბის მთლიანი სიგრძე 15 კილომეტრია, აღდგენითი სამუშაოები 500-მეტრიან მონაკვეთზე ჩატარდება. რემონტი 3 თვე გაგრძელდება, და სავარაუდოდ, 2021 წლის მაისამდე დასრულდება. არის იმის ალბათობა, რომ სამუშაოები გაჭიანურდება, და ასეთ შეთხვევაში 2021 წელს ელექტროსადგური ვერ იმუშავებს“ - ამბობს მებონია.

 

სარემონტო სამუშაოებს ქართული კომპანია ჩაატარებს, შეკეთებისთვის საჭირო 38 მლნ. ევრო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა გამოჰყო.

 

წყარო: ekhokavkaza.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up