ენერგოსისტემაში უნდა შეიქმნას „იმედის“ მიმწოდებელის ინსტიტუტი

ენერგოსისტემაში უნდა შეიქმნას „იმედის“ მიმწოდებელის ინსტიტუტი

access_time2018-05-24 13:00:00


 ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების ტენდენციებზე ისაუბრეს რადიო კომერსანტის გადაცემაში „პროფესიონალები“, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნუგზარ ბერიძემ და  სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ.

 

ირინა მილორავამ 2017 წელი შეაჯამა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

 

„ელექტროენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვნად გაზრდილია კომერციულ სექტორში მოხმარების რაოდენობა. ზრდა აღინიშნება „ენერგო პრო ჯორჯიას“ არეალში და უფრო ნაკლებად „თელასში“, თუმცა ორივეგან გაზრდილია კომერციული აბონენტების მოხმარება, ასევე გაზრდილია მსხვილი მომხმარებლებისა და აფხაზეთის მოხმარების რაოდენობა.

 


ზრდა გვაქვს ბუნებრივი გაზის სექტორშიც, თუმცა ელექტროენერგიისგან განსხვავებით, აქ მოსახლეობაშია ზრდა და კომერციულში ნაკლებად. ეს მონაცემი იმითაა განპირობებული,რომ სოკარის ჯგუფის კომპანიებმა გაზიფიცირების არეალი გააფართოვეს და უკვე 100 ათასზე მეტი მომხმარებელი დაემატა გამანაწილებელ ქსელს.  რაც შეეხება, წყალმომარაგების სექტორს, აქ ზრდა გვაქვს უფრო კომერციულ ნაწილში, ვიდრე მოსახლეობასთან. ზრდის მიუხედავად მოპოვება არის იგივე დონეზე, ეს კარგი მაჩვენებელია, ვინაიდან, ხდება ქსელის რეაბილიტაცია და დანახარჯების შემცირება, პარალელურად, წყლის რესურსის ეფექტიანად განვითარება.

 

ამასთანავე, როგორც ცნობილია  „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანა წარმოაგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმას,რომ ჩვენ ჩვენი ბაზრები უნდა გარდავქმნათ ევროპულ ბაზრებათ. ვგეგმავთ ცვლილებებს, მაგალითად, ორივე სეგმენტში უნდა განვავითაროთ კონკურენცია, გავყოთ კომპანიების საქმიანობები და დავიწყოთ მათი რეორგანიზაცია. უნდა შეიქმნას „დამოუკიდებელი“, „უნივერსალური“ და „იმედის“ მიმწოდებლის ინსტიტუტი და თითოეულ მათგანს ექნება შესაბამისი მოვალეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, თუ  გაკოტრდნენ ან გავიდნენ ბაზრიდან კომპანიები, მაშინ „იმედის“ მიმწოდებელი მიაწვდის მომხმარებელს ენერგიას. ბუნებრივია, ვგეგმავთ, საჯარო განხილვებს. 2018 წელი იქნება ჩვენი ბაზრების ტრანსფორმაციის წელი, რაც მოიცავს მეორადი კანონის შემუშავებას, ნორმატიული აქტების მიღებას და პრიორიტეტულ მიმართულებად, რა თქმა უნდა, დარჩება ჩვენი მომხმარებლის უფლებების დაცვა,“ - ამბობს ირინა მილორავა.


კომერსანტი

 




„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!
access_time2020-10-30 15:55:36
ბადაგონის კიდევ ერთი დიდი წარმატება! „ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინოა, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Glass of Bubbly - Golden Trophy მიიღო! ამ დიდი წარმატების პარალელურად, ბადაგონის ცქრიალა ღვინოები „მაესტრო როზე და მაესტრო ნახევრად ტკბილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. „Glass of Bubbly - შამპანურისა და ცქრიალა ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ლონდონში ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულებს კი ცნობილი ენოლოგების, სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ბევრილი ჯგუფთან დაკავშირებით

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ბევრილი ჯგუფთან დაკავშირებით
access_time2020-10-30 13:55:25
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება ყოველთვის წარმოადგენს და იცავს ასოციაციის წევრი ასეულობით კომპანიის ინტერესებს.  მათ შორისაა, კომპანია „ბევრილი ჯგუფი“, რომელიც ასოციაციის წევრია 2012 წლიდან და სხვა უმსხვილეს ქართულ კომპანიებთან ერთად ბოლო რამოდენიმე წელია აქტიურად საქმინობს, როგორც საკუთარი ბიზნესისა და სექტორის განვითარების, ასევე, ზოგადად, საქართველოში წარმატებული ბიზნეს კლიმატის შექმნისთვის.     სამწუხაროდ, გვინდა...

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები ვარჯიშზე უარს ამბობენ

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები ვარჯიშზე უარს ამბობენ
access_time2020-10-30 18:00:49
Sportall.ge-ს ინფორმაციით, გუნდი, რომელსაც მიმდინარე ეროვნული ლიგის ბოლო ტურებში საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა, ისევ დაშლის პირასაა - ფეხბურთელებმა საწვრთნელ პროცესზე უარი თქვეს და სახლებში დაბრუნდნენ.  წყაროს ცნობით, ახალი ინვესტორის ფაბიო მანინის კლუბში მოსვლის შემდეგ, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ახალმა მწვთელმა  ფეხბურთელებს ჯერ ხელფასები გაუნახევრა და შემდეგ ამ განახევრებულსაც კი არ უხდიდა სრულად და თავის...

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება
access_time2020-10-30 14:30:00
სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. „სისტემური ლოკდაუნი...

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან
access_time2020-10-30 16:00:45
სატელეკომუნიკაციო კომპანია VEON-ი სომხეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის. Veon Armenia-ს (სავაჭრო ნიშანი Beeline) ადგილობრივ კომპანია Team LLC ყიდულობს. გარიგების ღირებულება 51 მლნ დოლარს შეადგენს. VEON-ში ვარაუდობენ, რომ ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.   VEON-ი სომხეთის ბაზრიდან გამოსვლას „კომპანიის სტრუქტურის გამარტივებით და მიმზიდველი პერსპექტივების მქონე ბაზრებზე ორიენტირების სურვილით“ ხსნის.   სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის ვებსაიტის თანახმად,...


მსგავსი სიახლეები

up