ენერგოსექტორში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე GREDA-ში საელჩოებთან შეხვედრა გაიმართა

ენერგოსექტორში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე GREDA-ში საელჩოებთან შეხვედრა გაიმართა

access_time2021-05-13 13:32:07

 საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციამ (GREDA) დღეს, შეხვედრა საელჩოების, საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართა,  სადაც საერთაშორისო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით იქნა გადაწყვეტილება მიღებული. საბჭოს მიზანი ენერგეტიკის, საკითხების განხილვა და  მუდმივი მონიტორინგია.

 

შეხვედრაზე, დამსწრეებმა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის  დარგის მნიშვნელობაც განიხილეს. ასევე, შეჩერებული ინვესტიციები და არსებული გამოწვევები, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ენერგოსექტორს.

 

„GREDA-მ დაიწყო აქტიური კომუნიკაცია ჩვენს სფეროში  არსებულ გამოწვევებზე, რადგან მიგვაჩნია, რომ საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები სრულად უნდა იყვნენ ინფორმირებული, თუ რამდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას დარგი.



მოგეხსენებათ, დღესდღეობით საქართველოში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ხშირ შემთხვევაში კი ვხედავთ მიზანმიმართულ საწინააღმდეგო კამპანიებს. 


ჰესების მშენებლობის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია კვლევების ნაწილი, სწორედ ამ ნაწილის მიმართ არის ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ინტერესი. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, რომლებთაც მისიებში ეკოლოგიასა და  მწვანე მიმართულებას პრიორიტეტული ადგილი უკავია. აქედან გამომდინარე გვსურს  გავააქტიუროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა, გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება, როგორც საზოგადეობასთან სწორი კომუნიკაციის ნაწილში, ასევე პროექტზე კვლევების ჩატარების განხრით.“ განაცხადა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა.

 

„აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის ენერგოსექტორის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.  დღეს დაპაუზებულია ძალიან მასშტაბური ინვესტიცია, 4 მლრდ დოლარის მოცულობის, რაც პირდაპირ აზიანებს ქართულ ეკონომიკას. ეს კი გამოიწვია იმ მიზანმიმართულმა კამპანიამ რაც მიმდინარეობს ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია მისი ჰიდრორესურსების სწორად და გონივრულად ათვისება.“- განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა.  

 

(R)


თეგები:
greda



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up