ენერგოსექტორის წარმომადგენლებმა საქართველოში ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე იმსჯელეს

ენერგოსექტორის წარმომადგენლებმა საქართველოში ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე იმსჯელეს

access_time2019-04-22 16:10:51


„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია (GREDA) ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდაში. ღონისძიება პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა და მას ასოციაციის წევრების, ენერგეტიკის დარგის ექსპერტების და ენერგოსექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლების გარდა ინვესტორი კომპანია „ფერი-ს აღმასრულებელი დირექტორიც დაესწრო.


როგორც გიორგი ჩიქოვანმა აღნიშნა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, თუ რა ხდებოდა საქართველოში უახლოეს წარსულში, როდესაც ის სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე იყო დამოკიდებული. მისი აზრით, მოსახლეობასთან აქტიურად მიდის გარე ძალების მუშაობა, რათა ჰესები არ აშენდეს. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 5-მეგავტიანი ჰესი აბსოლუტურად უსაფრთხოა გარემოსა და მოსახლეობისთვის და ადგილობრივებს ინვესტორ კომპანიასთან კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.



შეხვედრის მონაწილეთა პოზიცია პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ერთსულოვანი იყო - ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს განვითარების, პროგრესის ტოლფასია, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის სწრაფი ზრდის ფონზე, როცა ენერგომოხმარება რეგიონებში, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე მატულობს.


ამასთან, ენერგეტიკის დარგის ექსპერტების განცხადებით, მათ ვერცერთი არგუმენტი ვერ მოისმინეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია გარემოსთვის ასეთი მცირე ზომის ჰესს.


„საუბარი არ უნდა იყოს აშენება-არაშენებაზე. არაშენება და არგაკეთება მხოლოდ მეზობელი ქვეყნების წისქვილზე ასხამს წყალს, პოლიტიკური მოტივაციით არის ნაკარნახევი და, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ჩვენ დღეს უკეთ შენებასა და გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ამაში ვხარჯავდეთ ჩვენს ენერგიასა და რესურსებს, - აღნიშნავენ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში





პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up