ენერგოსექტორის ლიდერი კომპანია თიბისი ბანკთან 20 წლიან პარტნიორობაზე საუბრობს

ენერგოსექტორის ლიდერი კომპანია თიბისი ბანკთან 20 წლიან პარტნიორობაზე საუბრობს

access_time2017-12-20 17:44:23

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით კომპანია „ფერი“ დღეს ბაზრის ლიდერია, მისი წლიური გაყიდვები 820 მლნ-ს აღწევს. „ფერი“ 1991 წელს დაფუძნდა, როგორც მცირე სამშენებლო კომპანია, თიბისისთან თანამშრომლობა კი ბანკის გახსნიდან მალე, დაახლოებით 2 წელიწადში დაიწყო. დღეს კომპანია თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტია და მის ანგარიშზე არაერთ სექტორში უამრავი წარმატებული პროექტია. კომპანიის ხელმძღვანელი ლაშა იორდანიშვილი თიბისი ბანკთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს და ბანკს 25 წლის იუბილეს ულოცავს.


-ბატონო ლაშა, როდიდან იწყება თქვენი ურთიერთობები თიბისი ბანკთან?


ჩვენ თიბისიზე ცოტათი უფროსი ვართ. 1991 წელს დაფუძნდა ჩვენი კომპანია. მაშინ მასშტაბი ძალიან მცირე იყო. თიბისისთან თანამშრომლობა ბანკის გახსნიდან ძალიან მალე დაიწყო. შემიძლია, ვთქვა, რომ ერთ-ერთი პირველი კლიენტი ვიყავით. ჩვენი ურთიერთობები 20 წელზე მეტს ითვლის, დღემდე ერთგულად ვემსახურებით ამ მეგობრობას, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ძალიან ამბიციურ გეგმებს ვახორციელებთ ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის სექტორებში. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სამშენებლო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპანია ვართ, ასევე მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ ენერგეტიკის განვითარების კუთხით.



-თქვენი ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით რა მიმართულებით გეხმარებათ თიბისი?


სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას ძალიან მნიშვნელოვანია ბანკის მხარდაჭერა, რომელიც არა მხოლოდ კრედიტებს, არამედ სხვადასხვა ტიპის გარანტიების გაცემასაც გულისხმობს. ვერ გააფორმებ ვერც ერთ სერიოზულ კონტრაქტს თუნდაც მთავრობასთან, ან სხვა ნებისმიერ სერიოზულ დამკვეთთან, თუ გარანტიას არ წარადგენ. ამ ნაწილში მუდმივად ვთანამშრომლობთ თიბისისთან. მათ სრული ინფორმაცია აქვთ ჩვენზე და მხოლოდ საათები სჭირდებათ ისეთი სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორიცაა ათეულობით მილიონის კრედიტის ან გარანტიის გაცემა. ჩვენ არა ერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ ერთად.





-რომელი წარმატებული პროექტები გაქვთ თიბისისთან ერთად განხორციელებული?


ყველა მათგანი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. რა თქმა უნდა, უცხოური ბანკები, ფონდებიც იყვნენ ჩართული, მაგრამ შუაში ყოველთვის თიბისი ბანკი იყო. რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს ერთობლივ წარმატებულ პროექტებს, რამდენიმე თვეა, რაც გავხსენით დარიალის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის პერიოდში აშენებული პირველი, ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია ქვეყანაში. ამ პროექტზე მუშაობა თიბისისთან ერთად დავიწყეთ, საბოლოო ჯამში მისი რეფინანსირება ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიდან მოხდა, თუმცა საწყისი კაპიტალი, ინვესტიციები, გარანტიები თიბისი ბანკისგან იყო მოზიდული. გარდა ჰიდროელექტროსადგურებისა, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებია, ათობით ქალაქის წყალმომარაგება გვაქვს დასრულებული საქართველოს მასშტაბით, ნაპირსამაგრი სამუშაოები, საბაგირო და საავტომობილო გზები, გვირაბები.


-რატომ შეაჩერეთ თქვენი არჩევანი თიბისიზე?



არ მახსოვს, რატომ ავირჩიე თიბისი, ალბათ, იმიტომ, რომ ვიცნობდით ადამიანებს, რომლებიც სათავეში ედგნენ ბანკს. სწორი ხედვები ჰქონდათ, როგორც მათ დაინახეს ჩვენში პოტენციალი და გამორიცხულია, რომ რაიმე პროექტი ჩავაგდოთ, ასევე ჩვენც დიდი პერსპექტივა დავინახეთ მათში.



-თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს თიბისი საქართველოს ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით?



უზარმაზარია მათი როლი. მე ვსაუბრობ ერთი კონკრეტული კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც ათობით და ასობით პროექტი განახორციელა თიბისისთან ერთად. გარდა კორპორატიული კლიენტებისა, ბანკს ჰყავს საცალო მომხმარებლებიც, მცირე და საშუალო ბიზნესი. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ბევრი ქვეყანა საქართველოს ალბათ თიბისისგან იცნობს. აქციონერები, რომლებმაც შესაძლოა, საქართველოს შესახებ არაფერი იციან, თიბისისგან იგებენ ჩვენი ქვეყნის შესახებ, როდესაც მის აქციებს იძენენ ლონდონის საფონდო ბირჟაზე.



ესაუბრა ხატია შამანაური
ფოტო: ირაკლი შალამბერიძე





საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის
access_time2020-02-22 14:10:33
ეთნო რალის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პეკინის 3 ნომერში განთავსებულ ბარ “სქაიში” მასთან სტუმრად მყოფ ტურისტებს 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. „კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო. სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში...


მსგავსი სიახლეები

up