ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, დაუდევრობას ჰქონდა ადგილი

ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, დაუდევრობას ჰქონდა ადგილი

access_time2019-10-19 15:11:04

ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, დაუდევრობას ჰქონდა ადგილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ენერგოომბუდსმენმა განუცხადა, აღნიშნული კორპუსი გასული წლის ამ დროს შემოწმდა. მისი თქმით, კორპუსის შემოწმება ლიცენზიის მქონე კომპანიის მხრიდან სავალდებულოა წელიწადში ერთხელ და სწორედ ამიტომ კომპანია უკვე ცდილობდა ბინის შემოწმებას უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„პირველადი შემოწმება უკვე ჩავატარეთ. შესაბამისად, ზეპირი ახსნა-განმარტებები მივიღე "თბილისი ენერჯის" მეეჯმეტისგან. აქ, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა მომხმარებლის მხრიდან დაუდევრობას, ვინაიდან საცხოვრებელი ფართი ტექნიკური თვალსაზრისით შემოწმებული იყო. არსებობს შესაბამისი აქტი, სადაც ის დანადგარი, რომელიც ფართში აღარ უნდა ყოფილიყო, დაილუქა. მოქალაქე გაფრთხილებული იყო მის გამოცვლასთან დაკავშირებით. ასევე აქტში წერია, რომ ამ დანადგარის მოხმარება არის დაუშვებელია. როგორც ჩანს, რეკომენდაცია არ დაკმაყოფილდა. კომპანია ცდილობდა ობიექტის ხელმეორედ შემოწმებას, თუმცა ვერ შეძლო იმის გამო, რომ მოქალაქე სახლში არასდროს იყო და ამის შემდეგ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ორშაბათს ოფიციალურად ვითხოვ ახსნა-განმარტებას კომპანიისგან, რათა ზუსტად შევამოწმო მისი ქმედებები და ასევე მივიღოთ ოფიციალური დასკვნა, თუ რას ჰქონდა ადგილი",- განაცხადა ვარდიაშვილმა.



თეგები:
აფეთქება



ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...


მსგავსი სიახლეები

up