ენერგოომბუდსმენი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე საუბრობს

ენერგოომბუდსმენი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე საუბრობს

access_time2020-01-03 17:39:01

ენერგოომბუდსმენის სამსახური ზამთრის კურორტების წყალმომარაგების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.განცხადების თანახმად, ენერგოომბუდსმენის სამსახურში დაფიქსირდა არაერთი შეტყობინება გუდაურიდან და ბაკურიანიდან, რომლის მიხედვით, ზამთრის ორივე კურორტზე დაფიქსირდა წყალმომარაგების მასობრივი შეზღუდვა.


„პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა მყისიერად და ის დღემდე გრძელდება. აღნიშნულის გამო, მძიმე პირობებია შექმნილი კურორტებზე, ამიტომ ტურისტები და ადგილობრივი დამსვენებლები ტოვებენ აღნიშნულ სოფლებს. ცნობილია, რომ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აქტიურად ახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს, თუმცა პრობლემის ძირეული აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. ენერგოომბუდსმენი ახსნა-განმარტებისთვის მიმართავს კომპანიას და მიღებული ინფორმაცია დეტალურად გაანალიზდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიასთან ერთად. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზამთრის კურორტებზე ინფრასტრუქტურა მომზადებული უნდა იყოს ცივი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე და მსგავსი პრობლემის წინაშე არ უნდა დადგეს მოსახლეობა სწორედ პიკურ მომენტში.


აღნიშნული მიანიშნებს კომპანიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე, რაც მიუღებელია და ენერგოომბუდსმენი შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” მობილიზაციისკენ მოუწოდებს. ამასთანავე, თითოეულ კომპანიას მიმართავს რეკომენდაციით, გააუმჯობესოს მომსახურება, რათა თავიდან ავიცილოთ მომხმარებელთა უფლებების მასობრივი დაღვევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.



​ტურისტული სეზონის პიკზე ქვეყნის მთავარ სამთო კურორტებზე წყლით მომარაგების პრობლემა შეიქმნა. როგორც ბაკურიანში მყოფმა მოქალაქეებმა საქართველოს პირველ არხს აცნობეს, ახალი წლის პერიოდში, რამდენიმე დღის განმავლობაში წყლის მიწოდება შეფერხებით ხორციელდება, რაც ადგილობრივებისა და დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევს.


ამასთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, გუდაურში, „რედკოს დასახლებაში“ წყლის სტაბილური მიწოდებისთვის წყლის დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ახალ გუდაურს წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღუდგება. ბაკურიანში კი, წყლის მიწოდების პრობლემა ცენტრალურ ქუჩებსა და უბნებში დილიდან მოგვარებულია.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up