ენერგოომბუდსმენი:  აპარატში მომართვიანობის მაჩვენებელი კოლოსალურად იზრდება

ენერგოომბუდსმენი: აპარატში მომართვიანობის მაჩვენებელი კოლოსალურად იზრდება

access_time2017-12-26 14:24:21

ენერგოომბუდსმენი წელს აჯამებს და აპარატში მომართვიანობის მაჩვენებელის კოლოსალურ ზრდაზე აღნიშნავს.


სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით მიმართვიანობა დაახლოებით 6-ჯერ მეტია.


„ეს მაჩვენებელი, ერთის მხრივ, მოქალაქეთა სამომხმარებლო ცოდნის ამაღლებაზე, მეორე მხრივ, კი სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიგვანიშნებს”, - მიიჩნევს ენერგოომბუდსმენი.


აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დარეგისტრირდა 4333 განცხადება. წყალმომარაგების სექტორი საჩივრების რაოდენობის მიხედვით 2017 წელსაც ლიდერობდა.



„ისევე როგორც ელექტროენერგეტიკაში, ძირითად პრობლემად რჩება გასულ წლებში დაგროვებული დავალიანება, რომელზეც სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ვრცელდება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. თბილისის მასშტაბით მრავალი საჩივარი დაფიქსირდა კომპანიის არასათანადო მომსახურებაზე, რაც გამოწვეული იყო მთელი წლის განმავლობაში მომსახურების ხშირი შეწყვეტით. საჩივრები აგრეთვე დაკავშირებული იყო რეაბილიტაციის პროცესების გაჭიანურებასთან. რეგიონებში აქტიურად მოითხოვენ წყალმომარაგების ქსელის განვითარებას და მიწოდების სიხშირის გაზრდას”, - აღინიშნა ბრიფინგზე.


ენერგოომბუდსმენის განცხადებით, ჩამოწერილმა თანხამ 2017 წლის განმავლობში 1 070 558.7 ლარი შეადგინა. ხოლო სემეკის საჯარო სხდომებზე დაყენებული შუამდგომლობების საფუძველზე1 501 261.33 ლარი ჩამოიწერა.


2016 წლის ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მომხმარებელთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხის ჯამი 3 804 526 ლარია.


gbc.ge



BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up