ენერგომატარებლების გაძვირების გამო უკრაინის მრეწველობა კოლაფსის ზღვარზეა

ენერგომატარებლების გაძვირების გამო უკრაინის მრეწველობა კოლაფსის ზღვარზეა

access_time2021-10-04 19:00:04

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ გაზი უკრაინაში უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში, სადაც ის მრავალწლიან რეკორდებს ხსნის - ამის მიზეზი ისაა, რომ ევროპა გაზს გრძელვადიანი, ხოლო უკრაინა მოკლევადიანი კონტრაქტებით ყიდულობს.

 


„შესაბამისად, ევროპაზე ფასის ცვლილებები ეტაპობრივად აისახება, ხოლო უკრაინაზე - მყისიერად“, – განაცხადა უკრაინის შუშის მრეწველობის ფედერაციის თავმჯდომარემ დმიტრი ოლეინიკმა.

 


ოქტომბერში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაზის ღირებულება 500-დან 700 ევრომდე მერყეობდა, უკრაინაში კი 1100 ევრომდე ავარდა. იმის გათვალისწინებით, რომ ენერგომატარებლები ნებისმიერი საქონლის თვითღირებულებაში შედის, ეს ორმაგად ეხება უკრაინას, სადაც საწარმოთა დიდი უმრავლესობა მოძველებულია და ენერგოეფექტურობით არ გამოირჩევა. მაგრამ შეუძლებელია საქონელი უსასრულოდ გაძვირდეს - ბოლოდ და ბოლოს, მომხმარებლებს მისი შეძენის ფული არ ეყოფათ. მაშინ მწარმოებლებს ფასების შენარჩუნება მოუწევთ, თუმცა, ხარჯები მაინც გაიზრდება.

 


„უკრაინელი მომხმარებელი გაძვირებული საქონლის თვითღირებულებასაც კი ვერ დაფარავს. ქარხნები ნელა-ნელა გაჩერდება, ადამიანები კი უმუშევრად დარჩებიან. ბიუჯეტი ვერ შეივსება, ხარჯები გაიზრდება. მასობრივი გაკოტრება - დროის საკითხია“, - ამბობს ოლეინიკი.

 



მისი თქმით, უკრაინის ძირითადი ექსპორტი ნედლეულია, გადამამუშავებელი მრეწველობა კი, რომელიც ისედაც სუსტია, იმპორტზე დემპინგური ფასების პირობებში რეალური კოლაფსის წინაშე დგება - ეს კი - პირდაპირი გზაა სანედლეულო-აგრარული კოლონიისკენ.

 


უკრაინული პროდუქციის სავარაუდო გაძვირების თაობაზე საუბრობს სახელმწიფო ნავთობკომპანია „ნაფტოგაზი - მისმა წარმომადგენელმა მაქსიმ ბილიავსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში წარმოებული პროდუქცია გაძვირდება და ეს გარდაუვალია.

 


ამ კრიზისის თავიდან არიდების მიზნით, ოლეინიკის აზრით, აუცილებელია კონკრეტული გეგმა - კერძოდ, ქვეყანაში ენერგიის ხარჯის შეზღუდვა, გაზის მოპოვების გაზრდა და ენერგობაზრის მოწესრიგება, რაც პირველ რიგში უკრაინული ატომური მრეწველობის მმართველ სახელმწიფო კომპანიას „’ენერგოატომს“ შეეხება, რომელიც ვალებშია ჩაფლული.

 


სამრეწველო ფასებისგან განსხვავებით, ტარიფები მოსახლეობისთვის ფიქსირებული რჩება და 2022 წლის აპრილამდე მოქმედებს. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ენერგომატარებლების გაძვირების მთელი ტვირთი ეკონომიკას დააწვება. მაგალითად, 2 თვის წინ მრეწველობისთვის გაზის ღირებულება 7,9 გრივნას (0,92 ლარი) შეადგენდა, დღეს კი - უკვე 30 გრივნა (3,51 ლარი) ღირს.

 


თანაც, ეს ზღვარი არაა - ოლეინიკის თქმით, ახლო მომავალში კორპორაციული ტარიფი კიდევ უფრო გაიზრდება.

 

obozrevatel.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up