„ენერგო დამოუკიდებლობა გვჭირდება სასიცოცხლოდ, თუმცა გარემოზე ზეგავლენა მეორეხარისხოვანი საკითხი არ არის“

„ენერგო დამოუკიდებლობა გვჭირდება სასიცოცხლოდ, თუმცა გარემოზე ზეგავლენა მეორეხარისხოვანი საკითხი არ არის“

access_time2021-05-28 15:00:54

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი „ნამახვანჰესის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ენერგო დამოუკიდებლობა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს რიგი კითხვებისა რომელზეც მთავრობამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხები.


„ნამახვანჰესზე უნდა დავწერო. ეს არის ბაბუაჩემის სახლი ლეჩხუმში, ორბელში, სადაც დავიბადე და ვიზრდებოდი სანამ ბოლნისში გადმოვიდა ჩემი ოჯახი საცხოვრებლად. ყოველ ზაფხულს ისევ ორბელში ვატარებდი. ეს სახლი ჩემი საკუთრება არ არის, ოჯახის სხვა წევრებს ეკუთვნის, მაგრამ ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, რომელსაც სახლს ვეძახი. ირაციონალურია ეს ყველაფერი, მაგრამ რაციონალურზე ბევრად მკაფიო.




ძალიან დიადი მიზნის გამოც კი ამ ერთადერთი სახლის დაკარგვა ჩემთვის მტკივნეული იქნება. ამიტომ მინიმუმ უნდა ვიცოდე რა საყოველთაო სიკეთის სანაცვლოდ ვთმობ, იმიტომ რომ არ არსებობს პირადი სარგებელი, რომლისთვისაც აქაურობას დავთმობ. ჩემმა მეზობელმა რომ სხვაგვარად გადაწყვიტა ეს არაფერს ნიშნავს. ნამახვანჰესი ჩემს სახლს პირდაპირ არ ეხება (თუ კლიმატურმა ცვლილებებმა არ დააქცია იქაურობა), მაგრამ ვცდილობ იმ ხალხის ადგილას წარმოვიდგინო თავი, ვინც ვერ ელევა თუნდაც სანახევროდ დანგრეულ სახლ-კარს.
ამ ემოციური ფონის გამო ძალიან ვფრთხილობ საჯაროდ ჩემი პოზიციის გამოხატვას, მაგრამ იმდენმა საინვესტიო ხელშეკრულებამ და დავამ გაიარა ჩემს ხელში, რამდენიმე პირადი მოსაზრების გაზიარება მაინც გადავწყვიტე:

 

  1. ენერგო დამოუკიდებლობა გვჭირდება სასიცოცხლოდ. ასევე გვჭირდება ინვესტიციები და ინვესტორებს წარმომავლობის მიხედვით კი არა, საინვესტიციო წინადადების მიხედვით უნდა ვაფასებდეთ.
  2. ხელს უწყობს თუ არა კონკრეტული პროექტი ენერგო დამოუკიდებლობას და არის თუ არა სასარგებლო ეკონომიკური, სოციალური განვითარების თვალსაზრისით? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სჭირდება ხელშეკრულების (დანართების და ტექნიკური შემოთავაზებების ჩათვლით) დეტალური გავლა. ასევე, ხელშეკრულების მმართველი სამართალის (governing law) გათვალისწინებით ინვესტორის და სახელმწიფოს ვალდებულებების ფარგლების დადგენა და პირობების არ/ვერ შესრულების შედეგების განჭვრეტა და შეფასება. ამ კითხვებზე პასუხის ვარაუდი არ შეიძლება. ხელშეკრულების და პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის წაკითხვა და ანალიზია საჭირო. ხოდა რამდენს აქვს ეს ყველაფერი წაკითხული და რამდენმა იცის მმართველი სამართალი?
  3. სახელმწიფო ვალდებულია ახსნას რას მოაწერა ხელი და რატომ. საინვესტიციო ხელშეკრულებები არ არის ადვილი მოსალაპარაკებელი. სინამდვილეში ჩვენ უფრო გვჭირდება ინვესტორი, ვიდრე მას სჭირდება ჩვენთან ინვესტირება.
  4. გარემოზე ზეგავლენა საღლიცინო და მეორეხარისხოვანი საკითხი არ არის. ადამიანების სიცოცხლესთან თამაშია უმეტესად და არა პატრიოტული ლოზუნგებით მჯიღის ცემა.
  5. საინვესტიციო დავები დიდი თავსატეხია. ამიტომ ყველაფერი რაც საჯაროდ ითქმება არბიტრაჟში დაგვხვდება, თუ საქმე აქამდე მივიდა“,  განმარტავს თინა ბურჯალიანი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up