ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს  გაზრდის

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის

access_time2020-07-09 10:00:31

საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მხარდაჭერის პერიოდს და პრემიალურ ტარიფს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი,  სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი.) განმავლობაში. ხოლო პრემიალური ტარიფი შეადგენს 1 კვტ.სთ-ისთვის 0.015 აშშ დოლარს. პრემიალური ტარიფი გადაიხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

 

საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში დავით მირცხულავა აცხადებს, რომ ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი ენერგეტიკაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს, რაც მისი თქმით ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია. ენერგეტიკოსი დარწმუნებულია, რომ სტიმულირების ახალი მექანიზმით ქვეყანაში მრავალი პროექტი განვითარდება.

 


„სტიმულირების მექანიზმის შემუშავებაზე საუბარი  პოზიტიურია. გვახსოვს, რომ  გრძელვადიანი ელექტროენეგრიის შესყიდვის შემდეგ გამოცხადებული იყო მორატორიუმი, რომელიც ხანგძლივი დროით გადაიდო, ამან საინვესტიციო კლიმატზე უარყოფითად იმოქმედა. ამის შემდეგ ბუნებრივია იდგა საკითხი, რომ გარკვეული სტიმულირების მექანიზმი შემუშავებულიყო. მსოფლიოში უამრავი სტიმულირების მექანიზმია გამოყენებული და დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეჩერდა ისეთ მექანიზმზე, რომელზეც ისაუბრეს მთავრობის სხდომაზე. ეს არის გარკვეული დანამატის არსებობა, რომელიც დასაბუთებულ პროექტს დიდი ალბათობით ლიკვიდურს გახდის. როდესაც გაყიდულ ენერგიაზე, გარკვეული დანამატი იქნება ეს სამომავლოდ ინვესტიციებს წახალისებით. აქედან გამომდინარე მხარდაჭერის სქემა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ანალოგიური მექნიზმები, მექანიზმები განსხვავდება ერთმანეთისგან ქვეყნების მიხედვით, ჩვენთან ეს მექანიზმი შეიქმნა და ვფიქრობ, რომ პოზიტიურად იმოქმედებს განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე და საინვესტიციო კლიმატზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს დავით მირცხულავა.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up