ენერგეტიკული პროექტები რომლებსაც თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს

ენერგეტიკული პროექტები რომლებსაც თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს

access_time2021-01-17 10:00:47

თანაინვესტირების ფონდი საქართველოში 2013 წელს დაარსდა. ფონდის მიზანი სახსრების მოძიება და სტანდარტულად 25-დან 100 პროცენტამდე თანაინვესტირებაა ისეთ დარგებში როგორებიცაა: ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ლოჯისტიკა, უძრავი ქონება, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. ფონდის პროექტებს შორისაა გალერია თბილისი, აქსის თაუერსი, პანორმა თბილის, შეკვეთილის პარაგრაფი, სათბურების კორპორაცია, ჰაიდელბერგ ცემენტის ქარხანა, სათბურების კორპორაცია... ამჟამად ფონდი სამ ჰიდროელექტროსადგურზე მუშაობს.


ახალციხეში წლების წინ გაჩერებული პროექტის „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. ჰესის დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ს შეადგენს, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 252 მლნ კვტ/სთ-ს. 2020 წელს 9.6 კმ-ის სიგრძისა და 6 მეტრის მქონე გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა მიმდინარე წელსაა დაგეგმილი. ინვესტიციის მოცულობა $157 მლნ-ა.


მტკვარი ჰესთან შედარებით 2.3-ჯერ უფრო მძლავრი 123 მგვტ-იანი ონის 1 ჰესის მსენებელობაში თანაინვესტირების ფონდის წილი 10%-ს შეადგენს, 90%-იანი წილი კი შპს ფერის ეკუთვნის. ჰესი რაჭაში აშენდება და მისი სავარაუდო წლიური გამომუშავება 441 მლნ კვტ/სთ იქნება. ინვესტირების მოცულობა $185 მლნ-ა, პროექტი 2024 წელს უნდა დასრულდეს.


მესამე და ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი პროექტი ლენტეხსა და ცაგერში, მდინარე ცხენისწყალზე ასაშენებელი ლენტეხი ჰესია, რომლის დადგმული სიმძლავრე 192 მგვტ-ს, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 668 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს. ინვესტირების მოცულობა $385 მლნ-ა, პროექტის დასრულების თარიღად 2026-2027 წლები მიიჩნევა.



ბოლო წლების მანძილზე ჰესებს საქართველოში ბევრი პრობლემა ექმნება. მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება და კაშხალიანი ჰესის შემთხვევაში შესაძლო კატასტროფის საფრთხე სახელდება. ჰესები განახელბად ენერგიას მიეკუთვნება. მართალი მდინარის კალაპოტის შეცვლითა და ტერიტორიის დატბორვიღ გარემოს გარკვეული ზიანი ადგება, იცვლება მიკროკლიმატი, მაგრამ ზიანი გაცილებით დიდია თბოსადგურების შემთხვევაში. გარდაბანი 1 და გარდბანი 2-ის თბოსადგურები, ისე აშენდა პრაქტუიკულად არავის გაუპროტესტებია, მაშინ როცა თოთოეულის სიმძლავრე 230 მეგავატია, შედარებისთვის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ყველაზე მძლავრი შუახევჰესი 187 მეგავატიანია. რაც შეეხება უსაფთხოებას 150 წლის მანძილზე ჯერ არ მომხდარა შემთხვევა რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ დიდი ზომის კაშხალი ჩამონგრეულიყოს. იაპონია ბევრად უფრო აქტიურ სეისმურ ზონაში მდებარეობს, მაგრამ ეს გარემოება ჰესებზე უარის თქმის მიზეზი არ გამხდარა. უმთავრესი მიზეზი რის გამოც ევროპაში დიდი ზომის ჰესები აღარ შენდება, ისაა, რომ საქართველოსგან განსხვავები რესურსი უკვე ამოწურულია.


მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ჰესი ჩინეთში მდებარე სამი ხეობის კაშხალი. მისი სიმძლავრე 22.5 გიგავატს აღწევს ენგურჰესზე 17.3-ჯერ მეტს. 2020 წელს ჰესმა რეკორდული 112 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა - საქართველოს 2019 წლის ჯამურ ჰიდროგენერაციაზე 1150%-ით მეტი.


გიორგი ელიზბარაშვილი

 


თეგები:
ენერგეტიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up