„ენერგეტიკული გაერთიანება - მივესალმებით საქართველოს მიერ ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღებას

„ენერგეტიკული გაერთიანება - მივესალმებით საქართველოს მიერ ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღებას

access_time2020-05-25 13:00:05

„ენერგეტიკული გაერთიანების" სამდივნო მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღებას. კანონები ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ ამ სფეროში ევროკავშირის დირექტივებს დანერგვას ემსახურება, - ნათქვამია პრეს-რელიზში, რომელიც „ენერგეტიკულმა გაერთიანებამ" საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონების დამტკიცებას ეხება.


რელიზის თანახმად, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „ენერგეტიკულ გაერთიანების" სამდივნოსთან კოორდინაციით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის EU4Energy-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ტექნიკური დახმარების ფარგლებში შეიმუშავა.


„ახალი საკანონმდებლო ჩარჩო არამარტო გახდის საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიას უფრო კონკურენტუნარიანს, არამედ შინამეურნეობებისათვის უზრუნველყოფს გაუმჯობესებული ენერგეტიკული სერვისების მიწოდებას, ხოლო არსებული შენობები იქნება უკეთ იზოლირებული. ეს ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიის წყაროების გამოყენებას გათბობის, გაგრილებისა და განათებისთვის," - აცხადებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ენერგოეფექტურობის განყოფილების უფროსი, ვიოლეტა კოგალნიჩეანუ. „ენერგოეფექტურობის ამ ორი კანონის მიღება კიდევ უფრო საამაყოა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ მოახერხა ბაზარზე ორიენტირებული და მდგრადი ენერგეტიკული რეფორმების გატარება, მიუხედავად მიმდინარე COVID-19 კრიზისისა," - აღნიშნა მან.



რელიზის თანახმად, აღნიშნული კანონმდებლობის მიღებით საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს საჯარო შენობების რეკონსტრუქციის პროგრამებში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მოზიდვას, კერძოდ, 80 მილიონი ევროს ოდენობის სესხს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბაკისა (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) და, ასევე, 26 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტსა და 8,5 მილიონი ევროს ოდენობის ტექნიკურ დახმარებას ევროკავშირისგან. აღნიშნული რეფორმის ფინანსურ მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფს პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხის ფარგლებში გამოყოფილი 150 მილიონი ევროს ოდენობის ტრანშე გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხრიდან.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up