ენერგეტიკული ბირჟის იანვარში ამოქმედებას აფბა დაუშვებლად მიიჩნევს

ენერგეტიკული ბირჟის იანვარში ამოქმედებას აფბა დაუშვებლად მიიჩნევს

access_time2021-06-11 17:25:06

„იანვრის თვეში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება დაუშვებელია და უკუშედეგს მოიტანს. ბირჟის მენეჯმენტის გათვლა, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე მთავრიბის დადგენილებაშია ასახული და ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებას 2022 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს, არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება და მხოლოდ ახალ პრობლემებს მოიტანს“ – ამის თაობაზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

 

აფბას განცხადებაში აღნიშნულია ის მიზეზები, რომელთა გამოც ორგანიზაციას დაუშვებლად მიაჩნია ბირჟის იანვარში ამოქმედება.

 

ეს მიზეზებია:

 


ა) ზამთრის პერიოდში არსებული ენერგოდეფიციტი, რის გამოც ბირჟაზე პრაქატიკულად მხოლოდ იმპორტიორები იქნებიან წარმოდგენილნი და შესაძლოა საფრთხე შეექმნას ფასების სტაბილურობას.

 

ბ) ზამთრის პერიოდში ასევე კრიტიკულ ზღვრამდეა შემცირებული ენგურჰესის რესურსი. ამდენად, ქართული გენერაციის ეს მთავარი ფიგურანტიც ვერ მიიღებს ხელშესახებ მონაწილეობას საბირჟო ყოველდღიურობაში (ენგურის რემონტზე ყოფნა ბირჟის 2021 წლის 1 ივლისს ვერამოქმედების და შესაბამისად რეფორმის გადადების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ).

 

გ) დარჩენილ 6 თვიან მონაკვეთში პრაქტიკულად შეუძლებელია მცირე და საშუალო ჰესების პრობრლემების მოგვარება. მათი უმრავლესობა თამაშგარეთ დარჩება, რადგან ვერ მოახერხებენ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას (შესაბამისი მზომებით აღჭურვა და სხვ.) საიმისოდ, რომ დეტალურად შეძლონ მიწოდების საკუთარი შესაძლებლობის განსაზღვრა. შესაბამისად, სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, მათ მოუწევთ მიწოდების რეალური შესაძლებლობის ხელოვნურად შემცირება, რაც ამ კომპანიებს გაიყვანს დიდ დანაკარგებზე და ზარალზე.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აფბა მიიჩნევს, რომ დათქმულ დროს – 2022 წლის იანვარში ენერგეტიკული ბირჟაზე საათობრივი ვაჭრობის დაწყება, ანუ ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება, დაუშვებელია. ორგანიზაციას ბირჟის ამოქმედების ოპტიმალურ პერიოდად მომდევნო წლის გვიანი გაზაფხულის პერიოდი მიაჩნია, როცა ადგილობრივი გენერაციის ობიექტები მაქსიმალურ ენერგიას გამოიმუშავებენ.





ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up