ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

access_time2021-02-25 14:10:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით გაიხსნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“. მონაწილეები განიხილავენ ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, ლიბერალიზაციის პროცესისა და კონკურენციის მნიშვნელობა საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებზე. კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.



დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში კონკურენციისა და ბაზრის მონიტორინგის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ სემეკი ხელს შეუწყობს ისეთი ბაზარის ჩამოყალიბებას, სადაც მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პრინციპებით.


„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს შექმნას ბაზარზე, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ინვესტიციების მოზიდვას, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელს მიეცემა არჩევანის გაკეთების საშუალება. სემეკში შეიქმნა ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც სრულად გააკონტროლებს ბაზარზე არსებულ ურთიერთობებს, რაც არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ პროცესები წარიმართება გამჭვირვალედ და ხელი არ შეეშლება კონკურენტული ფასის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.


„2020 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ცვლილებები კონკურენციის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც გაძლიერდა კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა, დაიხვეწა და გასწორდა საკანონმდებლო ხარვეზები, რომელიც პრაქტიკაში ფიქსირდებოდა.



კონკურენციის კანონში ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ეკონომიკის სხვა მარეგულირებელ უწყებებთან მიმართებაში საკითხების განხილვის და გადაწყვეტის კონტროლის ერთიან პრინციპებზე ჩამოყალიბება. სწორედ ეს არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი და მთავარი განხილვის თემა - რეგულირებადი სექტორების საქმიანობა კონკურენციის სამართლებრივ ფორმატში, ეფექტიანად წარიმართოს. მადლობა კონფერენციის ორგანიზებისთვის და მასში ჩართულობისთვის ჩვენი კოლეგა უწყებების წარმომადგენლებს,’’ - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე.


კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ და ენერგეტიკის სექტორში კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა, ირინა მილორავამ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, უჩა უჩანეიშვილმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარემ და სემეკის წევრმა, მაია მელიქიძემ, ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელმა დირკ ბუშლემ , ლიეტუვას კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, შარუნას კესერაუსკასმა, ავსტრიის კონკურენციის ორგანოს გენერალურმა დირექტორმა, თეოდორ ტანერმა.


კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ავსტრიის, უნგრეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, სლოვენიის მარეგულირებელი კომისიების, კონკურენციის სააგენტოებისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლები.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up