ირაკლი ხმალაძე - ახლა 62 ავარიული შენობის გამაგრება მიდის

ირაკლი ხმალაძე - ახლა 62 ავარიული შენობის გამაგრება მიდის

access_time2021-10-12 10:00:00

ბოლო 4 წლის განმავლობაში, 365 ავარიული შენობა გავამაგრეთ, ახლა მიდის დამატებით 62 შენობის გამაგრება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.


როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, ავარიული შენობის გამაგრება დროებითია, რადგან, მისი თქმით, ის 5-6 წელიწადში ისევ საფრთხის შემცველია ამ შენობაში მცხოვრები ადამიანებისთვის.


ხმალაძის განმარტებითვე, მერიის მხრიდან ახალი პროგრამა შემუშავდა, რომელიც ავარიული შენობების სრულ დემონტაჟსა და მათი ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.


ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დღეს ყველაზე მეტი ავარიული შენობა ვარკეთილის მესამე მასივში დგას.



„ზოგადად, ჩვენთვის ავარიული შენობების პრობლემა პირველად არ დადგა დღის წესრიგში. ამ თემაზე მერიაში, რომ მოვედით, მაშინვე დავიწყეთ მუშაობა. ერთ-ერთი იყო სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებით მთელი რიგი კანონმდებლობა გადაიხედა. ავარიული შენობები ამ ხარისხს იძენს ან ვადის გასვლის გამო, ან ავარიული მიშენებების გამო - ეს მავნე პრაქტიკა უკვე ათეული წლებია ქვეყანაში გვაქვს, სამწუხაროდ, ეს არის რეალობა და გამოწვევა.


ბოლო 4 წლის განმავლობაში 365 ავარიული შენობა გავამაგრეთ. ახლა, ამ მომენტში მიდის დამატებით 62 შენობის გამაგრება. ავარიული შენობის გამაგრება ეს არის დროებითი გადაწყვეტა, ის 5-6 წელიწადში ისევ იძენს ავარიულობის გარკვეულ ხარისხს და ისევ საფრთხის წინაშე აყენებს იქ მცხოვრებ ადამიანებს.


პირველი პროგრამა, რომელიც წარვადგინეთ, იყო ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა. კახას გუნდმა შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ავარიული შენობების სრულად დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახლის მშენებლობას.


ერთ-ერთი ყველაზე ავარიული რაიონი არის ვარკეთილის მესამე მასივი, სადაც დგას 4 - ხუთსართულიანი ე.წ. ხრუშოვკები და მათი ჩანაცვლების ეკონომიკური დაგეგმარების კონცეფცია დაამტკიცა მუნიციპალიტეტმა და ორი კომპანია უკვე მუშაობს ჩანაცვლების პროგრამაზე.


თბილისის მუნიციპალიტეტს ჰყავს 10 რაიონული გამგეობა და მათი თანამშრომლები არიან საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაციაში ჩვენს მოსახლეობასთან, ძალიან კარგად იციან თითოეულ საცხოვრებელ კორპუსს, უბანს თუ ქუჩას რა უჭირს, თუ ამის საჭიროება არის, ვატარებთ დროულად ექსპერტიზას, მოსახლეობას ვაფრთხილებთ და ვაწარმოებთ სარეაბილიტაციო გამაგრებით სამუშაოებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.


IPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up